32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

7 ივლისს სპმთპ-ის ისნის რაიონულმა ორგანიზაციამ ჩაატარა საბჭოს მორიგი სხდომა ძველი თბილისის ულამაზეს უბანში - "ღია სივრცე - ჩვენი ეზო". რა თქმა უნდა დაცული იყო კორონას გამო მიღებული სტანდარტები, თუმცა სურათების გადაღების დროს ცოტა დაირღვა დისტანცია!!! აღმოჩნდა, რომ ერთმანეთისთვის სათქმელიც ბევრი დაგროვებულა! იმასაც მივხვდით, რამდენად მოგვნატრებია და გვყვარებია ერთმანეთი! საქმიანი საუბარიც დიდხანს გაგრძელდა. სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა 26-ე ბ/ბაღის დირექტორი ქ-ნ კიკა გელენიძე, რომელსაც გამორჩეული სოციალური პარტნიორობისთვის მადლობის ნიშნად გადაეცა წიგნები. სხდომის დასრულების შემდეგ კი მოეწყო გასეირნება კიდევ უფრო ლამაზ ზემო ბეთლემის უბანში. ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დიდ მადლობას უხდის ყველა დამწრეს ამ განსაკუთრებულ ვითარებაში ასეთი წარმომადგენლობითი დასწრებისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის! (07.07.2020)