32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
სპმთპ ისნის რაიონული ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს ბაგა-ბაღების პროფწევრთა მხარდაჭერას პროფესიული განვითარების მიზნით. 2020 წლის 25-26 ივნისს სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივითა და სპმთპ-ის ა(ა)აიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ ხელშეწყობით ჩატარდა მორიგი ონლაინ ტრენინგი: ,,სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები", რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის N109-ე , N26-ე, Nმე-18-ე, N121-ე და N156-ე ბაგა-ბაღის პროფწევრმა. ტრენინგში ჩაერთვნენ სპმთპ-ის ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის- N 33-ე ბაღის წარმომადგენლებიც.
სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის ტრენერს, ქალბატონ თინათინ სიდონაშვილს ძალზედ საინტერესო და საჭირო ტრენინგისთვის, ასევე სპმთპ-ის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელს მარიამ მკალავიშვილს ონლაინ ტრენინგების ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის.