32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
სპმთპ-ის ცენტრალური აპარატი და ა(ა)აიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ აქტიურად განაგრძობს მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და გაძლიერების კუთხით, დისტანციური 🖥(ონლაინ) ტრენინგების ჩატარებას.
👉2020 წლის 20-21 ივნისს სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრთათვის, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, ჩატარდა (ონლაინ) ტრენინგი თემაზე : „სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია“ , რომელშიც ჩართული იყო თბილისის N57-ე, N153-ე , N123-ე , N50-ე , Nმე-100, N185-ე , N31-ე და N135-ე ბაგა-ბაღის 45 პროფწევრი. პროფწევრთა მოთხოვნის საფუძველზე გამართულ ტრენინგს უძღვებოდა ანასტასია ამისულაშვილი.
👉სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს , ცენტრალურ აპარატს, ტრენინგცენტრის დირექტორს მარიამ მკალავიშვილს და ტრენერს ანასტასია ამისულაშვილს ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგისთვის.
P.S. გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვიქტორია ბალავაძის, გარდაცვალება ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისი იყო ორგანიზაციისთვის.ამ დანაკლისის ფონზე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ გლდანის რაიონული ორგანიზაციის წინსვლისა და წარმატებისათვის.
✊ერთად ყველა დაბრკოლება დაძლევადია.მადლობა ერთგულებისა და თანადგომისათვის.