პოეტ რომან ზუკაკიშვილის ახალი წიგნის –,,ვარდობისთვიდან ვარდობისთვემდე“ პრეზენტაცია საქართველოს მწერლის სახლში გაიმართა. ღონისძიებას პოეტი მზია ხეთაგური გაუძღვა. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომლის თანახმად მწერალთა კავშირმა და პედაგოგთა საზოგადოებამ ერთობლივად უნდა შეიმუშაოს მოთხოვნა ხელისუფლებამ იზრუნოს ბატონი რომანის ჯანმრთელობისათვის, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ დავუბრუნოთ მხედველობა ერის საამაყო შვილს. სპმთპ წარმატებებს უსურვებს საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის ლიდერს, ბატონ რომანს.