32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
ახალი COVIT 19-მა მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და მათ შორის მასწავლებლები. რადგან სწორედ მასწავლებლებზეა დამოკიდებული შეძლებენ თუ არა განათლების სისტემის უწყვეტობის შენარჩუნებას.
შექმნილ ვითარებაში დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა ერთ-ერთი მეთოდია საგანმანათლებლო სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. ჩვენ ვუერთდემით განათლების სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებას ,, ჯანმრთელობის კრიზისი არ უნდა იქცეს განათლების კრიზისად" და მხარი დავუჭირეთ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ინიცატივას დავხმარებოდით მასწავლებლებს დისტანციურ ონლაინ ტრენინგებში ჩასართველად. ამ მიზნით 9 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით ზოგადასაგანმათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა ყველა სტატუსის მქონე მასწავლებელთათვის ჩავატარეთ 31 ტრენინგი პროგრამით ,,teams''-ში მუშაობის სწავლება. ტრენინგი გაიარა 284 მასწავლებელმა. ტრენინგების ხარჯები სრულად დააფინანსა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მარტვილის რაიონული ორგანიზაციამ.
დიდი მადლიერება სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის'' დირექტორს ქალბატონ მარიამ მკალავიშვილს, ტრენერებს მარინე მურჯიკნელს და ზაზა ჯღარკავას მხარდაჭერისათვის.
მიმდინარე წლის 4-ივნისიდან გაგრძება პრაქტიკოსი და მაძიებელი სტატუსის მქონე მასწავლებელების საგამოცდოდ მოსამზადებელი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და საგნებში.მასწავლებელთა რეგისტრაცია დავამთავრეთ. ტრენინგების გრაფიკს გაეცნობით 1 ივნისს.