32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ოთხდღიანი  დანიური  სემინარი  სპმთპ-ის  პრეზიდენტმა  მაია  კობახიძემ  შეაჯამა. მან  მადლობა  გადაუხადა  მონაწილეებს  სემინარში  აქტიური  ჩართულობისთვის  და ნაყოფიერი საქმიანობის გაგრძელება უსურვა. მაია  კობახიძემ, განათლების  სისტემაში  მიმდინარე  პროცესებთან დაკავშირებით, პროფკავშირის  როლზე  გაამახვილა  ყურადღება  და  მასწავლებელთა  წინაშე არსებულ გამოწვევებზე  ისაუბრა. დასკვნითი  სესია  კითხვა-პასუხის  რეჟიმში  გაგრძელდა, საქართველოს  17 რაიონის  21  სკოლის  პედაგოგებს  შესაძლებლობა მიეცათ ემსჯელათ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და მათ  დამოკიდებულებებზე. დანიელი  კოლეგების  მიერ  მომზადებული  სემინარის  შესახებ  მასწავლებელთა შეფასებებიდან ვკითხულობთ: ,,ოთხი დღის განმავლობაში შინაარსობლივად  დატვირთული  გარემო  შეიქმნა.  მადლობა ყველას ერთად".  ,,...პირველ რიგში, ყურადსაღებია დანიელი კოლეგების მიდგომა და დამოკიდებულება საკუთარი პროფესიისადმი, რისი ნაყოფიც არის: მასწავლებლის გამორჩეული როლი, ნაბიჯ-ნაბიჯ გააზრებულად, მოსწავლეზე მორგებული სისტემა, თამაშ-თამაშით სწავლება..."; ,,... ვფიქრობ, სემინარის თემები სრულყოფილად იყო განხილული და შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა...”; ,,წერით დავალებებში ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზება, რათა უზრუნველვყოთ კლასში ყველა მოსწავლის ჩართულობა და გავზარდოთ  მოტივაცია  მათში..."; ,,...დანიელი კოლეგების მოსწავლისადმი მიდგომებმა დაგვაფიქრა და მოტივაცია აგვიმაღლა ...”; ,,...ჩემთვის საინტერესო იყო წერითი დავალებების მეთოდების გაცნობა..."; ,,...მოსწავლეებისთვის მასწავლებელი უნდა იყოს ქოუჩი, რომელიც აძლევს სწორ მიმართულებებს და უკუკავშირებს, რათა სწავლა-სწავლების პროცესი ინტერაქციულად წარიმართოს...” ; ,,...გავეცანი წერითი დავალებების ახალ მოდელებს, რომლებსაც ჩემს პრაქტიკაში გამოვიყენებ და გავუზიარებ ჩემს კოლეგებს...“; „...ჩემთვის საინტერესო იყო წერითი დავალებების მეთოდების გაცნობა და ვფიქრობ დამეხმარება მუშაობაში...“; „...მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნა, მნიშვნელოვანია გაკვეთილის მსვლელობისას...“; „...ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებზე ორიენტირებული აქტივობების და წერითი დავალებების უკუკავშირის შესწავლა..."; ,,...მოტივირებული მივდივარ ჩემ სკოლაში ამ ახალ-ახალი აქტივობების შესწავლით...“; „...ჩემთვის ახალი იყო აკადემიური წერის დროს ფლუმის 5 და 7 პუნქტიანი მეთოდის გამოყენება...“; „...ვფიქრობ სემინარის თემები სრულყოფილად და საინტერესოდ იყო განხილული, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა...“. სემინარის დასასრულს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.