32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2019 წლის განათლების ინტერნაციონალის (Education International- EI) ყრილობის ოფიციალურ გახსნამდე, დელეგატები, მოწვეული და საპატიო სტუმრები სხვადასხვა ფორმატში განიხილავდნენ განათლების სფეროსთან დაკავშირებულ თემებსა და მიდგომებს.

,,უმაღლესი განათლების ბლოკის შეხვედრის მონაწილეებმა აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან მსოფლიოს მასშტაბით მოისმინეს არაერთი ფაქტი უმაღლესი განათლების დარგში მიმდინარე გამოწვევების, მათ შორის ფინანსების ნაკლებობის, პრივატიზაციისა და კომერციალიზაციის ტენდენციების, უმაღლესი განათლების სფეროში დასაქმებულების არასახარბიელო სამუშაო პირობებში მუშაობისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვების შესახებ.

EI-ის დამფუძნებელმა გენერალურმა მდივანმა, ფრედ ვან ლოუვენმა უმაღლესი განათლების სფეროში არსებული რეალობის წარმოსადგენად ,გრონინგენის უნივერსიტეტის შემთხვევა დაასახელა. მან აღნიშნა, რომ გონინგენის უნივერსიტეტმა გადამხდელების თანხების გამოყენებით, ჩინეთში არალეგალურად უნივერსიტეტის კამპუსი გახსნა რომლის დახურვა მოუწია, როცა ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ. ფრედ ვან ლოუვენმა აღნიშნა, რომ გრონინგენის უნივერსიტეტის შემთხვევა არის ის მაგალითი, არამართლზომიერად საზოგადოებრივნი ფულის გამოყეებისა, მაშინ როდესაც დარგში დასაქმებულებს უზღუდავენ აკადემიურ თავისუფლებას.

სიტვით გამოსვლისას მან აღნიშნა: ,,სტუდენტების პოტენციალის არამართლზომიერი გამოყენება ხდება, მაშინ როდესაც სტუდენტები არა მხოლოდ მომავალი დასაქმებულები, არამედ ჩვენი მომავალი მოქალაქეები არიან.

ფრედ ვან ლოუვენმა ხაზი გაუსვა კვლევების წარმოების მნიშვნელობას უმაღლესი განათლების სფეროში. მან აღნიშნა, რომ განათლება დემოკრატიის ქვაკუთხედია, თუმცა საფრთხეები არა მხოლოდ პრივატიზაციის და ბაზრის მოთხოვნების დაკვეთებშია, არამედ ხელისუფლებების მხრიდან ფიქსირდება არასათანადო მიდგომები აკადემიური წრეებისა და ინსტიტუტების მიმართ. მაგალითისთვის დაასახელა იტალიის, უნგრეთის, ფილიპინებისა და ბრაზილიის შემთხვევები.

აზია-წყნარი ოკიანის რეგიონში არსებული მაგალითები, მონაწილეებს ახალი ზელანდიის წარმომადგენელმა გააცნო. მან აღნიშნა ნეოლიბერალური პოლიტიკისა და საბაზრო მიდგომებების დომინანტობა, რაც სფეროში დასაქმებულებს არასახარბიელო სამუშაო პირობებში ამყოფებთ, მათ შორის შეზღუდულია აკადემიური თავისუფლება, რეგიონსში გავრცელებულია განათლების ამ დარგში პრივატიზაციის ტენდენციები.

შეხვედრაზე აღინიშნა ევროპის უნივერსიტეტების მდგომარეობა, სადაც შეინიშნება მწირი ფინანსები, მასწავლებელთა დაბალი სტატუსი, კოლექტიური მოლაპარაკებებისთვის მზაობის ნაკლებობა. დამსაქმებელთა ორგანიზაციების მცდელობები დასაქმებულთა ხმის შესუსტების მიზნით. შესაბამისად, ხელფასების ზრდა არასათანადოა, ნაკლოვანებებია საპენსიო სისტემებსა და უვადო ხელშეკრულებების პირობებში. დისკუსიებისას აღინიშნა, რომ ტექნოლოგიური და სოციალური მედიის გაძლიერების ხანაში აუცილებელია პროფკავშირების მექანიზმების გაძლიერება .

კოლუმბიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმაც რეგიონში არსებულ გამოწვევებს გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა დარგში სამუშაო გარემო-პირობებშია აკადემიურ თავისუფლებას შეზღუდვაში, მასწავლებლებს მიიჩნევენ, როგორ მომსახურების სუბიექტებს.

შეხვედრაზე განხილვის თემას წარმოადგენდა უმაღლესი სფეროს დასაქმებულთა და აკადემიური წრეების საავტორო უფლებების შელახვის ფაქტები ტექნოლოგიების გამოყენებით. აღინიშნა, რომ კონტრაქტების ამოწურვის შემდეგ უმაღლესი განათლების ინსტიტუტები კვლავ იყენებენ ლექციების ვიდეო ჩანაწერებსა და მასალებს ონლაინ კურსების მომსახურების შეთავაზებისას.

,,აბორიგენ ხალხთა ბლოკის შეხვედრა - ,,ჩვენი ენები არ მომკვდარა, მიძინებულია, უნდა გავაცოცხლოთ და შევინარჩუნოთ

შეხვედრაზე, 200-მდე მონაწილემ იმსჯელა კოლონიალიზმით გამოწვეულ იმ თემებზე, რაც განათლების საკითხებთან პირდაპირ კავშირშია. მათ გაცვალეს ინფორმაციები და აბორიგენ ხალხთა უფლებების დაცვის მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ კოლონიალიზმის ნაკვალევის შედეგად გამოწვეული პრობლემები, რაც აბორიგენ ხალხებს უკავშირდებათ ფიქსირდება ავსტრალიაში, ფილიპინებში, ცენტრალურ და სამხრეთ ამირიკასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში. პრობლემებზე საუბრისას მონაწილეებმა ჯანმრთელობის, ტრადიციების, კულტურის, სოციალურ-ეკონომიკური პირობების, მომსახურებისა და თანასწორუფლებიანობის ასპექტებთან დაკავშირებულ თემებზე გაამახვილეს ყურადღება.

,,აბორიგენ ხალხთა’’ ერთერთი შემაშფოთებელი საკითხია რასისტული და ძალადობრივი გამოვლინებები, რაც აიძულებთ მათ სკოლის ასაკის მოსწავლეები, უსაფრთხოების დაცვლის მიზეზით, არ მიიყვანონ სკოლაში. თავისმხრივ მასწავლებლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა თავიდან აირიდონ ძალადობის შემთხვევები. ბლოკის შეხვედრაზე მოისმინეს ძალადობის სხვადასხვა მაგალითები, მათ შორის ავსტრალიაში მომხდარი შემთხვევა, როდესაც პატარა თემში აბორიგენული წარმოშობის სკოლის დირექტორს კენგურუ დაუსვეს სახლის ჭიშკართან, რის გამოც მას შემდგომ არამარტო სკოლის არამედ პროფესიის მიტოვებაც მოუხდა. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უნდა იმოქმედონ უფრო ეფექტურად მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.

ყურადსაღებია, რომ ტერმინი ,,კულტურული უსაფრთხოება“ არის გარანტირებული, რაც გულისხმობს სულიერად, ემოციურად უსაფრთხო გარემოს შექმნას და ადამიანის იდენტობის დაცვის უზრუნველყოფას. პანელისტები მიესალმენენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ახლად მიღებულ კონვენციას ,, მსოფლიოში სამუშაო ადგილზე გენდერული ძალადობის აღმოფხვრის შესახებ“ ILO convention on gender-based violence in the world of work , რაც წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა სამუშაო გარემოში ძალადობის ფაქტების წინააღმდეგ.

ბლოკის შეხვედრაზე, სესიების მიმდინარეობისას, მასწავლებლებმა, როგორც ლიდერებმა წარმოადგინეს მათი პროფკავშირების მიერ განხორციელებული ინიციატივები, რამაც დადებითი შედეგები გამოიწვია აბორიგენ ხალხთა უფლებების დასაცავად. წარმოდგენილი იქნა ახალი დღის წესრიგი, პერსპექტივები და ალიანსების შექმნის აუცილებლობა, პროფკავშირული სწავლება და შესაძლებლობების განმავითარებელი პროგრამებით უზრუნველყოფის მოთხოვნა.

პლენარული სესიის ბოლო ნაწილი დაეთმო ,,2020 წლის აბორიგენ ხალხთა განათლების კონფერენციაზე’’ განათლების ინტერნაციონალის ჩართულობასა და მონაწილეობის ფორმატის შესახებ მსჯელობას.

ტექნიკური და პროფესიული განათლების უკეთესი შესაძლებლობებით - გზა სოციალური სამართლიანობისკენ

განათლების ინტერნაციონალის მე-8 მსოფლიო ყრილობამდე მიმდინარე ,,უმაღლესი და შემდგომი განათლების ბლოკის’’ შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ახალი კვლევა, ,,ტექნიკური და პროფესიული განათლება - სოციალური სამართლიანობის ჩარჩოშეთანხმებისთვის“, რომელშიც აღწერილია პროფესიული განათლებისადმი ჰოლისტიკური მიდგომა, რაც უკეთეს შედეგებს იძლევა ადამიანური კაპიტალის თეორიებთან მიმართებაში. არამდგრად სამუშაო გარემოში, უკეთესი პროფესიული და ტექნიკური განათლება სტუდენტებს აძლევთ შესაძლებლობას იყვნენ უკეთესი დასაქმებულები და როგორც ინდივიდები ადაპტირებულები იყვნენ სწავლის პროცესებთან იმისთვის რომ როგორც მოქალაქეებმა მეტი წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში.

კვლევის ავტორებმა შვიდწლიანი სამუშაოები განახორციელეს არგენტინაში, ავსტრალიაში, ეთოპიაშო, გერმანიაში, ტაივანსა და დიდ ბრიტანეთში.

კვლევაში წარმოდგენილია ტექნიკური და პროფესიული განათლებისადმი შესაძლებლობითობაზე დაფუძნებული მიდგომის აუცილებლობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ამჟამინდელ ვიწრო ადამიანურ კაპლიტალის მიდგომასთან. კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ უფრო მეტი ძალისხმევა არის გასაწევი 21- საუკუნის უნარჩევების, ცოდნისა და უნარების შესაძენად, იმისთვის რომ მოსწავლეები უფრო პროდუქტიულები იყვნენ სამუშო ადგილებზე, მიეცეთ მეტი კარიერული წინსვლის საშუალება და გახდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში აქტიურად ჩართულები. პროფესიული და ტექნიკური განათლების სტუდენტებმა უკეთ იციან რა სჭირდება საზოგადოებას და მათ განვითარებას, ერთად შექმნან უკეთესი მომავალი, უკეთესი უნარჩვევებით აღჭურვილი დასაქმებულები, უკეთესი მოქალაქენი არიან და ამით იქმნება უკეთესი სოციალური სამართლიანობა.

,,განათლებისა და სოლიდარობის ქსელის გენერალური ასამბლეა

განათლების ინტერნაციონალმა, ყრილობის წინ ,,განათლებისა და სოლიდარობის ქსელის” დამფუძნებელი გენერალური ასამბლეა გამართა. მასში EI-ის წევრ ორგანიზაციებთან ერთად გაერთიანებულები არიან დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი სხვადასხვა ორგანიზაციები.

,,განათლებისა და სოლიდარობის ქსელის’’ წევრებს აერთიანებთ საერთო ღირებულებები, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგნელთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების შექმნა, რაც პირდაპირ კავშირშია ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფასთან.

ILO-ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია) წარმომადგენელმა, ვიქტორია კასტელამ აღნიშნა, რომ მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს ჯერ კიდევ არ აქვს სოციალური დაცვის მექანიზმებით სარგებლობის შესაძლებლობა, მხოლოდ 29 % სარგებლოს შესაფერისი სოციალური დაცვით.

მან მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენა ,,მდგრადი განვითრების N: 1 და N: 3 ამოცანები’’, რომლითაც ხელისუფლებებს ავალდებულებთ ეროვნულ დონეზე შექმნან შესაბამისი სოციალური დაცვის სისტემები და მექანიზმები. მან სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სოციალური დაცვა არის ადამიანის უფლება, რაც გამყარებულია შსო-ის დეკლარაციით ,, სოციალური დაცვის უზრუნველყოფის შესახებ სამუშაო ადგილების მომავლისთვის“ ILO Centenary Declaration for the Future of Work which tackles social protection.

,,ჩვენი ათწლიანი სოლიდარობის ისტორია გვაძლევს შესაძლებლობებს დავიწყოთ მოქმედებები -აღნიშნა ქსელის პრეზიდენტმა მათიას სავიგნაჩმა.

ლიდერობა სოციალურ სამართლიანობისთვის - ქალთა უფლებების დღის წესრიგის მთავარი თემაა

ყრილობის დაწყებამდე განათლების პროფკავშირების ქალი ლიდერები შეიკრიბნენ. განათლების ინტერნაციონალის პრეზიდენტმა, სუზან ჰოპგუდმა კოლეგებს ყრილობის მთავარი თემა კიდევ ერთხელ შეახსენა - ,,განმანათლებლები და მათ პროფკავშირები წინამძღოლობენ’’. ,,ჩვენ უნდა ვუხელმძღვანელოთ.... ვინ თუ არა ჩვენ’ -მოუწოდა ქალ ლიდერებს.

,,ბევრ თქვენგანს ახსოვს, EI-ის ქალთა მესამე მსოფლიო კონფერენცია, რომელიც მარაკეშში 2018 წელს გაიმართა. ამ კონფერენციის მთავარი თემაც განათლების პროფკავშირებში ლიდერობა წარმოადგენდა. იქ განვსაზღვრეთ სტრატეგიები და მექანიზმები ქალთა წარმომადგენლობითობის გაზრდის მიზნით- აღნიშნა მან გამოსვლისას

სუზან ჰოპგუდმა სოციალური სამართლიანობას გაუსვა ხაზი. ,,ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ თანაბარი და ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად და სიტყვა საქმედ ვაქციოთ! ჩვენ უნდა ვიყოთ ყველას მაგალითი... რადგან ჩვენ ვართ ლიდერები სოციალური სამართლიანობის დასამკვიდრებლად- განმარტა გამომსვლელმა.

,,ლიდერობა ეს ყველას შესაძლებლობაა, დღისწესრიგია საჭირო თემების ადვოკატირებისთვის. სოციალური სამართლიანობის თემებზე მუშაობისას მიიღწევა შედეგები, და სოციალური სამართლიანობა უნდა დავამ,კვიდროთ როგორც იდეოლოგია .... უნდა ვიმუშაოთ და ჩავერთოთ ამ პოლიტიკურ თამაშში, ადვოკატირება გავწიოთ საფუძვლიან არგუმენტებზე დაფუძნებულ თემებს’’

პარალელური სესიების მიმდინარეობისას მრგვალ მაგიდებზე განხილულ იქნა ქალთა ლიდერობის, პროფკავშირული კულტურისის და სტრუქტურების, სტრატეგიების, განათლების პროფკავშირებში ქალთა შესაძლებლობების განვითარების, გენდერული თანასწორობის დაცვის გზების, სიძულვილის ენის აღმოფხვრის თემები.

განათლების ინტერნაციონალის გენერალური მდივნის მოადგილემ, ჰალდის ჰოლსტმა ხაზი გაუსვა განათლების ინტერნაციონალის 25 წლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ დადგა დრო განათლების ინტერნაციონალის გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და სტრუქტურების განხორციელებისა.

,,ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი” მან სიტყვაში ლიდერობის, გენდერული თანასწორობის, უსაფრთხო სამუშაო გარემოს, დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის გასაკეთებელ სამუშაოებს გაუსხვა ხაზი.

მან საუკუნის გამარჯვებად შეაფასა 2019 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე მიღებული ახალი კონვენცია და რეკომენდაცია ,,სამუშაო ადგილზე ძალადობისა და დაშინების ფაქტების თაობაზე.

განათლების ინტერნაციონალის ქალთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიანე ვოლოჩუკმა EI-ის აღმასრულებელი საბჭოში ასარჩევი ქალი კანდიდატები წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.

დახურვისას მან მოუწოდა დელეგარებს გამოიყენონ ყრილობაზე ყველა შანსი იმისთვის რომ ქალთა წინაშე არსებული გამოწვევები გააჟღერონ და ადვოკატირება გაუწიონ.