32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მარტვილის რაიონული ორგანიზაციას,  დახმარებისათვის წელს 600 -ზე მეტმა პედაგოგმა მიმართა ტრენინგების მოთხოვნით. შედგენილია ჯგუფები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ მასწავლებელთა კომპენტენციის დადასტურების ყველა საგანსა და პროფესიულ უნარებში. მარტვილის რაიონული ორგანიზაცია ეხმარება მხოლოდ პროფწევრებს და  იმ მასწავლებლებს, რომლებიც პროფკავშირის წესდების თანახმად, თავიანთი სურვილით გახდებიან პროფკავშირის წევრები.
 მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვივინა ძიძიგურმა ტრენინგები  დაწყებითი კლასების მასწავლებელთა დასახმარებლად 8-9 ივნისიდან დაიწყო. 
მარტვილის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით  კი 17 ივნისს  პროფესიული უნარების ტრენინგია დაგეგმილი.