32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის, ისნის რაიონული ორგანიზაცია აგრძელებს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას. მიმდინარე წლის 24 მარტს, ისნის რაიონული ორგანიზაციის ბაგა-ბაღებში დასაქმებულთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია”.

ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ქეთევან ხეტეშვილის მიერ ორგანიზებულ სემინარს, 32 მონაწილე ესწრებოდა.

ტრენინგს “სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზიას” სპმთპ-ის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი, ანასტასია ამისულაშვილი ხელმძღვანელობდა.

თავად ტრენინგის მოდულის თემატიკა მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრატიკულ ნაწილს. ტრენერმა მონაწილეებთან ერთად, ასევე განიხილა საკითხი - პრობლემური ქცევა და მართვის სტრატეგიები.

ანასტასია ამისულაშვილმა მონაწილეებს, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით, ჯგუფური პრეზენტაციები მოამზადებინა. აღნიშნული პრაქტიკული სამუშაოები, უადვილებთ ბაგა-ბაღებში დასაქმებულებს ბავშვებთან ურთიერთობას, ასევე ჯგუფური პრეზენტაციები ხელს უწყობს, კოლეგებს შორის საკუთარი გამოცდილების გაზიარების პროცესს.

ტრენინგს-”სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზიას” სამომავლოდ, სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაცის მომდევნო ჯგუფი ელოდება.