32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისი

ხელმძღვანელი ორგანო

319-ე  სესია           2013 წლის 16-31 ოქტომბერიჟენევა

დღის წესრიგის 10-ე საკითხი

ექსპერტთა კომიტიტის ანგარიში გაერთიანების თავისუფლების შესახებ

370 -ე ანგარიში გაერთიანების თავისუფლების შესახებ



საქმე N: 2678 (საქართველო)

45. კომიტეტმა აღნიშნული საქმე, რაც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პროფკავშირულ საქმიანობებში ჩარევის ფაქტებსა და პროფკავშირელების სამსახურიდან გათავისუფლების საკითხებს შეეხება, ბოლოს  2011 წლის ნოემბერის  შეხვედრაზე შეისწავლა (იხილეთ 362-ე ანგარიშის 65-74 პარაგრაფები). აღნიშნული საქმის დეტალების შესწავლის შემდეგ, კომიტეტმა მიმართა მთავრობას, კერძოდ, (i) გაეტარებინა შესაბამისი ზომები, რათა სპმთპ-ს დაუყონებლივ აღდგენოდა საწევრო გადასახადის ავტომატური გადარიცხვა და უზრუნველყოთ მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება;(ii) ჩაეტარებინათ დამოუკიდებელი გამოკვლევა დედოფლისწყაროს რაიონის N:1 საჯარო სკოლიდან 11 მასწავლებლის გათავისუფლების ფაქტებთან მიმართებაში და თუ დადასტურდებოდა, რომ მათი გათავისუფლება სპმთპ-ის წევრობის მიზეზით განხორციელდა, დაუყონებლივ დაებრუნებინათ სამუშაო ადგილებზე და აენაზღაურებინათ მიყენებული  ზარალი. თუ მათი სამუშაო ადგილებზე დაბრუნება ობიექტური გარემობების გამო შეუძლებელი გახდებოდა, პროფკავშირის ლიდერისა და მისი წევრებისთვის შესაბამის კომპენსაცია გადაეხადათ, რადგან მათ პროფკავშირული საქმიანობისთვის მიადგათ ზარალი;(iii) დაუყონებლივ განხორციელებულიყო შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილება, რომლითაც გარანტირებული იქნება პროფკავშირული საქმიანობის დროს პრევენციული ზომები,   მათ შორის ანტი პროფკავშირული დისკრიმინაცია, მათი გათავისუფლება და დაწესებულიყო  შესაბამისი პრევენციული სანქციები ასეთი ფაქტების წარმოშობის შემთხვევაში;(iv) განახორციელონ ან გაითვალისწინონ შესაბამისი ზომები, რათა ხელი შეუწყონ კოლექტიური მოლაპარაკებების  წარმოებას განათლების სფეროში და აცნობოს კომიტეტს,  როდესაც განათლების სექტორში კოლექტიურ მოლაპარაკებებს მოეწერება ხელი, მათ შორის  სპმთპ-ისჩართულობის შესახებშეთანხმებებსა და მოლაპარაკებების პროცესში; ასევე წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია ,,განათლების პროფესიული სინდიკატის’’ სტატუსთან მიმართებაში. კომიტეტმა მიუთითა მთავრობას განათლების სფეროში შეიქმნას შესაბამისი ორგანოები რითაც მოგვარდება მიმდინარე და გადაუდებელი საკითხები და გამოწვევები; კომიტეტმა მოსთხოვა მთავრობას კომიტეტისთვის დაუყონებლივ მიეწოდებინათუ ზემოთხსენებული რეკომენდაციების გათვალისწინებით რაიმე სახის ზომები განხორციელდება.

46. 2012 წლის 14 ივნისს, განათლების ინტერნაციონალმა სპმთ-ის 2012 წლის მაისის მასალებზე დაყრდნობით წარმოადგინა ანგარიშისაქართველოში გაერთიანების თავისუფლების მდგომარეობისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლებებთან მიმართებაში. მათ მიერ მოწოდებულ ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი ფაქტები:  2012 წლის 19-22 იანვარს სპმთპ-ის აზერბაიჯანის განათლების სფეროში დასაქმებულთა თავისუფალი პროფკავშირის დელეგაცია სტუმრობდა,  რომელთაც 2 დღიანი სემინარი დააფინანსეს საქართველოში მცხოვრები სპმთპ-ის ეთნიკურად აზერბაიჯანული წარმოშობის წევრებისთვის. სემინარი 21-22 იანვარს, შაბათ კვირას იმართებოდა, სადაც ესწრებოდნენ პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა  რეგიონებიდან, კერძოდ, მარნეული, გარდაბანი, დმანისი და საგარეჯო.  გარდაბნის რაიონის პედაგოგები,  რომლებიც თბილისში 20 იანვარს (პარასკევს საღამოს) ჩამოვიდნენ, გარდაბნის რაიონის განათლების რესურცენტრის მხრიდან განხორციელდა ბრძანება პედაგოგების მიმართ დაბრუნებულიყვნენ გარდაბანში, რადგან სხვა  შემთხვვაშიისინი დაკარგავდნენ სამუშაოს, შედეგად, გარდაბნის  რაიონის 11 მასწავლებელი რაიონში იმავე დღესდაბრუნდა. სპმთპ-ის ხელმძღვანელმა დაურეკა გარდაბნის რესურსცენტრს  მომხდარი ფაქტის გასარკვევად და განუმარტა, რომ  პედაგოგები შაბათ-კვირას იმყოფებიან თბილისში პროფკავშირულ ტრენინგზე დასასწრებად. რის პასუხადაც გარდაბნის რესურცენტრმა უპასუხა, რომ მათ ჯერ მასთან უნდა  გაეარათ კონსულტაცია, რომ მიეღოთ უფლება მსგავს ღონისძიებაზე დასწრებისთვის. საპასუხოდ სპმთპ-ის თავმჯდომარემ შეახსენა რომ მაშინ როდესაც პედაგოგები შაბათ კვირას ესწრებიან სპმთპ-ის ტრენინგს კანონი არ ავალდებულებს სპმთპ-ის ნებართვა მიიღოს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სპმთპ-ის თავმჯდომარემ დაურეკა განათლების სამინსიტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის  უფროსს,რათა ეცნობებინა მინისტრისთვის მომხდარი დაშინების ფაქტების შესახებ თუმცა რეაგირება არ მომხდარა. იმავე დღეს, სპმთპ-იმ ასევე  აღმოაჩინა, რომ დმანისის რეგიონის პედაგოგებს, რომელთც სურდაათ აღნიშულ სემინარზე მონაწილეობა მიეღოთ დმანისი სკოლის დირექტორის მხრიდან გაფრთხილება მიიღეს, რაც ანალოგიურადდმანისის რესურცსნტრის მხრიდან მომდინარეობდა. ჯაჭვური რეაქციით მსგავსი  დაშინების ფაქტის შედეგად,  4-მამასწავლებელმა 22 იანვარს დატოვეს სემინარი.

47. მაშინ როდესაც, 2012 წლის 23 თებერვალს სპმთპ-ის თავმჯდომარე და დიდუბე ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თბილისისN 155 საჯარო სკოლის პედაგოგებთან  დაგეგმილი შეხვედრა უნდა ჩაეტარებინათ რაც შეთანხმებული იყო სკოლის დირექტორთან, შეხვედრის დღეს, სკოლის დირექტორმა მოულოდნელად შეიცვალა გადაწყვეტილება და არ მისცა საშუალება სპმთპ-ის ლიდერს შეხვედროდა პედაგოგებს სკოლის შენობაში. მომჩივანის განცხადებით, 2012 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში სპმთპ-ის წარმომადგენლებს სკოლების რამდენიმე  დირექტორმა უთხრეს რომ ერთი კვირით ადრე მათ განათლების სამინისტროსგან მიიღეს მითითება კანონის ფარგლებში ეთანამშრომლათ პროფკავშირთან, თუმცა მითითებიდან ორი კვირის შემდეგ რესურსცენტრებმა გააფრთხილეს სკოლის დირექტორები თავი შეეკავებინათ  თანამშრომლობისაგან. მომჩივანის განცხადებით, სკოლის დირექტორის ზეწოლისა და დაშინების შედეგად თბილისის N 132 საჯარო სკოლის დასაქმებულებმა უარი განაცხადეს სპმთპ-ის წევრობაზე.

48. პროფკავშირის საწევროსთან დაკავშირებით სპმთპ-ი აღნიშნავს: მაშინ როდესაც 2011 წლიდან იძულებულები გახდნენ ალტერნატიულ მეთოდზე ე.წ ,,საბანკო სისტემაზე“ (საწევროს  გადახდა პირადი ანგარიშიდან პროფკავშირის  ანგარიშზე პირადი განცხადების საფუძველზე) დაეწყოთ  მუშაობა,სპმთპ-ის განცხადებით, სკოლის დირექტორმება და სამინსიტროს ამ შემთხევაშიც დაბრკოლებები შეუქმნეს. 2011 წლის დეკემბერში მარნეულის რესურს ცენტრი შეხვდა სკოლის დირექტორებს და უბრძანა ყველაფერი გაეკეთებინათ,  რომ სპმთპ-ის  მარნეულის რაიონში წევრები არ ყოლოდა. ასევე მარნეულის რესურსცენტრმა მოსთხოვა ,,ლიბერთი ბანკის“ რაიონულ განყოფილებას, მიეწოდებინა იმ მასწავლებელთა სია,ვინც სპმთპ-ის ანგარიშზე საწევროს ბანკიდან რიცხავდნენ. აღნიშნულმა ქმედებამ მასწავლებლებს შორის შიში გამოიწვია. მსგავსი ქმედება დაფიქსირდა ტყიბულის რაიონშიც, უფრო მეტიც თბილისის N: 22 და  N: 139 სკოლის დირექტორებმა პროფკავშირს მოსთხოვეს იმ სიის წარმოდგენა, ვინც სპმთპ-ის საწევროს ბანკის გზით იხდიდა. მომჩივანს მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები პროფკავშირულ საქმიანობაშიღია ჩარევას წარმოადგენს.

49. უფრო მეტიც, 2012 წლის 18 იანვარს, სპმთპ-ის თავმჯდომარესა და განათლების მინისტრის შეხვედრის დროს, მინისტრმა აღნიშნა რომ 600 სკოლას არ ყავდა ბუღალტრები  ფინანსური ოპერაციისშესასრულებლად, ამიტომ  მათ შორის არ ხორციელდება საწევროს გადარიცხვაც. აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით, სპმთპ-ის თავმჯდომარემ მინისტრს შეახსენა, რომ ყვითელი პროფკავშირი „სინდიკატი“საწევროებს უპრობლემოდ იღებს ისევე როგორც ხორციელდება სხვა ფინანსური ოპერაციები მასწავლებლების სხვა საჭიროებების  უზრუნველყოფისთვის.

50. სპმთპ-ი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა რომ2012 წლის 2 თებარვალს, განათლების მინისტრმა სპმთპ-ის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნასადაც გამოხატა მზადყოფნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამშრომლობის აღსადგენად,სამისინტრო სერიოზულად არ უდგება სიტუაციის გამოსწორებას რადგან რეაგირებას არ ახდენს რესურსცენტრებისა და სკოლის დირექტორების ქმედებებზე რომლებიც კანონს არ ემორჩიელბიან მათ შორის არ აფორმებენ კოლექტიურ ხელშეკრულებას კანონმდებლობის მიუხედავად. მომჩივანი მხარე აცხადებს რომ იმისთვის რომ კოლექტიური მოლაპარაკებები ეფექტური იყოს და აღიარებული იქნეს გაერთიანების თავისუფლება კოლექტიური შეთანხმების სტატუსი უფრო დამაჯერებლად უნდა განისაზღვროს და არ ბუნდოვანი, როგორც ეს შრომის კოდექსში არის მოცემული შრომით კონტრაქტთან მიმართებაში (არსებული ნორმით კოლექტიურ ხელშეკრულებას და შრომით კონტრაქტს ერთნაირი სტატუსი აქვთ); კანონში უნდა გაიწეროს პროცედურები და მექანიზმები კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების დასარეგულირებლად. 

51.2012 წლის 14 ნოემბერს, მთავრობამ წარმოადგინა განათლების სამინისტროს კომენტარებიგანათლების ინტერნაციონალის მხრიდან სპმთპ-ის ბარლდებებზე დაყრდნობით წარმოდგენილი ანგარიშთან მიმართებაში. განათლების სამინსიტრო აღნიშნავს, რომ ზოგადი განათლების კანონის შესაბამისად სკოლები   დამოუკიდებლი იურიდიული პირები არიან,  შესაბამისად ,,საჯარო სამსახურის’’ კანონის 2 მუხლის თანახმად  მსგავსი უწყებები დამოუკიდებლები არიან პოლიტიკური, სოციალური საგანმანათლებლო და კულტურული ან სხვა აქტივობების განხორციელების დროს; ამავე კანონის N 11 (1) პუნქტის თანახმად მათი მხრიდან ხორციელდება ფინანსური და ეკონომიკური აქტივობების მონიტორინგი და სახელმწიფო კონტროლი. ,,ზოგადი განათლების კანონის’’  49 (1) მუხლის მიხედვით, განათლების სამინისტრო პასუხისმგებელია ზედამხედველობას უწევს საჯარო სკოლების მიერ კანონმდებლობის შესრულებას და გამოსცემს ადმინისტრაციულ კანონქვემდებარე აქტებს. ზოგადი განათლების კანონის 43-ე მუხლის მიხედვით, სკოლის დირექტორები მართავენ სკოლებს, უძღვებიან სწავლების პროცესს და წარმოადგენენ მხარეს მესამე მხარესთან ურთიერთობებში. ასევე, სკოლის დირექტორები, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები და/ან მათი წევრები არიან პასუხისმგებლები ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულების დროს. იმ შემთხვევაში თუ ვერ შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, სკოლის დირექტორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობები კანონმდებლობის შეუსრულებლობის შემთხვევაში.დამატებით, სკოლისდირექტორი ვალდებულია სკოლის ტერიტორიაზე ნებისმიერი თავისუფალი ქმდების აღმოფხვარა თუ ქმედება  სკოლის ფუნქციონირებას შეუშლის ხელს.  იმ შემთხვევაში სკოლის დირექტორი იღებს შესაბამის გადაწვეტილებას მისი უფლებამოსილების ფარგლებში, თუ ასეთი გადაწყვეტილება არღვევეს სხვის უფლებას კონანმდებლობა განსაზღვრავს მსგავსი დავის აღმოფხვრას სასამართლოს გზით.

52. მთავრობა აღშინავს რომ,განათლების სამინისტროს ტერიტორიული ერთეულების მხრიდან მასწავლებლებთან მიმართებაში განხორცილებული ქმედებების ფაქტები,  დოკუმეტებითა და კონკრეტული ინფორმაციით უნდა მიეწოდოს განათლების სამინსიტროს შიდა აუდიტის სამსახურს რომელიც შეისწავლის ფაქტებს და გაატარებს ზომებს დარღვევებისაღმოფხვრის მიზნით.

53.კოლეტიური ხელშეკრულების გაფორმასთან დაკავშირებით მთავრობა აღნიშნავს რომ სკოლები დამოუკიდებელი იურიდიული პირებს წარმოადგენენ როგორც ეს  ზემოთ არის განმარტებული, მთავრობა აქვე აღნიშნვს რომ სკოლის დირექტორები არიან მასწავლებელთა დამსაქმებლები და არა განათლების სამინსიტრო.

54. ავტომატური სისტემით საწევრო გადარიხვებთან მიმართებაში, მთავრობა აღნიშნავს რომ პროფკავშირების კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ,,საწევრო გადასახადის ჩამოჭრის ვალდებულება დამსაქმებელი, საწარმოს, ორგანიზაციის დაწესებულების  ადმინისტრატორს  აკისრია დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასიდან, პროფკავშირის ანგარიშზე გადარიცხავსინდივიდუალური განცადების საფუძველზე კოლექტიური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“.აღნიშნული კანონის შესასრულებლად, 1998 წლის 22 აპრილს გაფორმებული დარგობრივი ხელშეკრულების 4,13 პარაგრაფში აღნიშნულია რომ საგანამაანთლებლო დაესებულება (და არა განათლების სამინისტრო) ახორციელებს პროფკავშირის საწევროს გადარიცხვას პროფკავშირის წევრებისთვის ხელფასიდან დაქვითვით პროფკავშირის ანგარიშზე. თუმცა სკოლას არ შეუძლია მსგავსი ოპერაციის განხორციელება თუ არ არსებობს დასაქმებულის წერილობითი ნება და კოლექტიური ხელშეკრულება.

55. With regard to the legislative regulation of collective agreements as suggested by the ESFTUG, the Government points out that the Law on Collective Agreements, dated 10 December 1997, became obsolete following the adoption of the Labour Code, which provides for collective agreements under Title 3 entitled Collective Labour Relations.რაც შეეხება კანონის შესაბამისად კოლექტიური შეთანხმების კანონით დარეგურილება, როგორც სპმთპ -ის მხრიდან არის შემოთავაზებული, მთავრობა აღნიშნავს რომ 1997 წლის 10 დეკმბერს დათარიღებული კანონი  კოლექტიური შეთანხმების შესახებ, შრომის კოდექსის მიღების შემდეგ მოძველებულია, დკკდდკაქ უნდა დავაზუსტო რაღაცეები

56.. 2013 წლის 27 თებერვლით დათარიღებულ კომუნიკაციაში მთავრობა აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს მხრიდან რადიკალურად შეიცვალა მიდგომები სპმთპ-თან მიმართებაში და თანამშრომლობს განათლების სისტემაზე და შრომით ურთიერთობების ჰარმონიზაციის მიმართულების მომუშავე ორგანიაციებთან და ასოციაცებთან. განათლების სამინისტრო მხარს უჭერს პროფკავშირებს და ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს. სამინსიტროსთვის მნიშვნელოვანია რომ დარგში არსებულორგანიზაციები სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით და განათლების დაწესებულებებსთანამშრომლობის არჩევანის თავისუფლება.ამას გარდა, იუსტიციის სამისნიტრო, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსთან ერთად  მუშაობს ახალიშრომის კოდექსის შექმნაზე, რომელიც უკეთ დაიცავს დასაქმებულებისა და პროფკავშირების უფლებებს

57. კომიტეტი ითვალისწინებს რა განათლების ინტერნაციონალის მიერ წარმოდგენილ ბრალდებებს, სადაც წარმოდგენილია სპმთპ-ის საქმიანობებში ჩარევის ახალ ფაქტებს და აღნიშნავს რა,რომ მათი მიერ წარმოდგენილი წინა რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული; ასევე ითვალისწინებს რა რომ 2013 წლის 27 თებერვალს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კომუნიკაციების მიხედვით განათლების სამინისტრომ სპმთპ-ის მიმართ მიდგომა რადიკალურად შეცვალა და თანამშრომლობს ყველა ორგანიზაციასთან; მიესალმება სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად შრომის კოდექსში შესულცვლილებებს, რათა უკეთ იყოს დაცული დასაქმებულთა და პროფკავშირების უფლებები, კომიტეტი იმედოვებს რომ განათლების სამინსიტროსა და მომჩივანპროფკავშირს  შორის თანამშრომლობა გაუმჯობესებულია, მთავრობა გადადგამს ქმედით ნაბიჯებს რათა განახორციელოს დაუყონებლივწარმოდგენილი რეკომენდაციები. შესაბამისად სთხოვს მთავრობას აცნობოს კომიტეტს გატარებული ზომების შესახებ.