32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

                                                         
LOGO QARTULI 1 100x100
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა
თავისუფალი პროფკავშირი

Educators and Scientists Free
Trade Union of Georgia


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს
ბატონ დიმიტრი შაშკინს

     ბატონო მინისტრო,
  უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გამხადა მომემართა თქვენთვის, რამდენიმე პრინციპული საკითხის გარკვევის მიზნით. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ბატონმა პეტრე წურწუმიამ შეხვედრისას შემოგვთავაზა მუშაობა დაგვეწყო ოთხ სკოლაში, დაგვეზუსტებინა პროფწევრთა რაოდენობა და შემდგომში განგვეხილა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირსა და სკოლებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.  მის მიერ შემოთავაზებული წინადადება რეალურად განსხვავდება თქვენს მიერ მიერ მოწოდებული იდეისაგან პროფკავშირის საწევრო ანარიცხების გადარიცხვის სქემასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში, უნდა შემუშავდეს საწევრო ანარიცხების ცენტრალიზებული გადარიცხვის წესი მთელი ქვეყნის მასშტაბით და შემდეგ, დადგენილი ნორმების მიხედვით დაიწყოს გადარიცხვები. სკოლებში ჩვენ ვუზრუნველყოფთ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრების რაოდენობის დაზუსტებას და ყველა საჯარო სკოლის დირექტორს წარვუდგენთ ჩვენი ორგანიზაციის წევრობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას კანონით დადგენილი ნორმების დაცვით.
  ამა წლის 18 იანვარს, ჩვენი შეხვედრის შემდეგ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოიხსნებოდა ზეწოლა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიმართ. 
სამწუხაროდ, მოვლენები განვითარდა საპირისპიროდ. მიმდინარე წლის 21-22 იანვარს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების პროფკავშირთან ერთად ჩავატარეთ ორდღიანი სემინარი, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგები. გარდაბნის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა, სამსახურიდან განთავისუფლების მუქარით, განახორციელა ზეწოლა პედაგოგებზე და თერთმეტ მასწავლებელს არ მისცა ჩვენს მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობის მიღების უფლება.
  მე თავად ვესაუბრე გარდაბნის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს და პირადად მოგახსენებთ მის არგუმენტებს ჩვენი შემდგომი შეხვედრის დროს. იგივე მეთოდის გამოყენებით, დმანისის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა სემინარიდან გაიწვია ოთხი მასწავლებელი.
  როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პარალელურად მუშაობს პროფკავშირის საწევრო ანარიცხების გადარიცხვის ინდივიდუალურ, საბანკო სისტემაზე. ამასთანავე, ეს იდეა შემოთავაზებული იყო თქვენს მიერ და დაგვპირდით დახმარებას. ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ახორციელებენ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსები ზემოქმედებას საჯარო სკოლის დირექტორებზე ამ პროცესის საწინააღმდეგოდ.
  მარნეულის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა "ლიბერთი" ბანკის ადგილობრივ ფილიალს მოსთხოვა იმ პედაგოგთა სია, რომელბიც ბანკის მეშვეობით იხდიან საწევროს პირადი განცხადების საფუძველზე. ქ.ტყიბულის ამავე ბანკის ფილიალის მმართველმა მოითხოვა სკოლის დირექტორების წერილობითი თანხმობა, პედაგოგების პირადი განცხადების საფუძველზე, მათი კუთვნილი შრომის ანაზღაურებიდან პროფკავშირის საწევროს 1%-ის გადარიცხვისათვის. ორივე შემთხვევაში, თავიანთი არაკანონიერი ქმედებები ახსნეს „ზემდგომის“ დავალებით. შესაძლებელია, კიდევ სხვა ფაქტების მოყვანა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების უფროსების მხრიდან განხორციელებული ზეწოლების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა თუ რატომ ექმნება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს ამდენი წინააღმდეგობები თავისი კანონიერ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების უფროსთა სიტყვიერი დავალებების საფუძველზე, უპრობლემოდ, ცენტრალიზებული წესით რიცხავენ საწევრო ანარიცხებს განათლების პროფესიული სინდიკატის ანგარიშზე, ასევე სატელეფონო მომსახურებისათვის კომპანია "ჯეოსელის" ანგარიშზე.

    ვთვლით, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს შორის დაწყებულ შეთანხმების პროცესზე. კიდევ ერთხელ, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და მიზანშეწონილად მიგვაჩნია თქვენთან შეხვედრა არსებული და მოსალოდნელი გართულებებისა და პრობლემების მოხსნის მიზნით.


პატივისცემით,
მაია კობახიძე
სპმთპ-ს პრეზიდენტი