32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ტექნიკური თარგმანი

ბატონ მიხეილ სააკაშვილის

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს

11 მარტი 2011წელი , ბრიუსელი



ძვირფასო პრეზიდენტო,

ევროპის  პროფკავშირების განათლების კომიტეტი  გახლავთ ევროპის რეგიონალური სტრუქტურა განათლების ინტერნაციონალისა, რომელიც აერთიანებს  ევროპის 135 მასწავლებელთა გაერთიანებას, რაც წარმოადგენს 12,8 მილიონ მასწავლებელს ყველა საგანმანათლებლო დონიდან, 45 ქვეყანაში. ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტი გახლავთ განათლების სფეროში სოციალური პარტნიორი ევროკავშირის დონეზე და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ინდუსტრიული ფედერაცია. ჩემი წერილი ეხება მიმდინარე სტატუსს იმ ურთიერთობებისას, რომელიც არსებობს საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის.

მეტიც, ყოფილი სპმთპ-ის პრეზიდენტის მანანა ღურჭუმელიძის გადადგომის შემდეგ , სპმთპ-ს ყრილობის მიერ არჩეულ იქნა, ოგანიზაციის ახალი პრეზიდენტი, მაია კობახიძე,  2010 წლის 30 ოქტომბერს. ამის შემდეგ ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტმა შეამჩნია სპმთპ-სა და განათლების სამინისტროს შორის თანდათანობით ურთიერთობების გაუარესება. სპმთპ ამჟამად კარგავს მნიშვნელოვან ნაწილის მისი შემოსავლებისას და რესურსებისას მისივე წევრების საწევრო გადარიცხევების შეჩერების შემდეგ, ასევე სპმთპ-ის წარმომადგენლები განიცდიან სხვადასხვა ინდივიდუალურ ზეწოლებს. ამასთან, სპმთპ-ის უმცირესობის, მოწინააღმდეგე გუნდის მიერ სასამართლოში შეტანილი იქნა საჩივარი, სპმთპ-ის არჩევენის ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2011 წლის 17 მარტს.

ევროპის პროფკავშირის განათლების კომიტეტს აქვს ეჭვი, რომ ზემოდ ხსენებული საკითხები ერთმანეთთან დაკავშირებულია და საქართველოში რამოდენიმე ძალის მიერ მიმდინარეობს სპმთპ-ის  ყრილობის დემოკრატიული შედეგის გამოწვევა და ეჭვქვეშ დაყენება.

ევროპის პროფკავშირის განათლების კომიტეტი, როგორც ევროკავშირის სოციალური პარტნიორი და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის წევრი, მხარს უჭერს მის წევრ ორგანიზაციებს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ,  შავი ზღვის რეგიონში განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც მიმდინარეობს საუბარი ევროკავშირის წევრობაზე, გაწევრიანების წინა პერიოდზე თუ პარტნიორულ პროგრამებზე. პარალელურად კი განათლების ინტერნაციონალი, საერთაშორისო პროფკავშირების გაერთიანება , შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში აქტიურად არიან ჩართულნი ყველა იმ პროცესების მონიტორინგში, რომელიც ეხება სპმთპ-ის საქმის განვითარებას.

ევროპის პროფკავშირის განთლების კომიტეტი მოხარულია, რომ მიმდინარე წლებში პარტნიორობისა და თანამშრომლობის გზით საქართველომ, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრმა და აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შავი ზღვის რეგიონის ფორუმის პარტნიორობისა და დიალოგისთვის წევრმა , წარმოაჩინა მისი სურვილები და მიაღწია კონკრეტულ ნაბიჯებს ევროკავშირიში გაწევრიანების გზაზე.

ამავე კონტექსტში, მე მჯერა , მიიღებთ ზომებს, რათა დავრწმუნდეთ რომ სპმთპ-ის ავტონომია დაცულია და სახელმწიფო პოლიტიკა სპმთპ-ის მიმართ სრული გამჭვირევალობით ხორციელდება. განათლების ინტერნაციონალი და საერთაშორისო პროფკავშირების გაერთიანება გააგრძელებენ  საქართველოში არსებული საქმის მონიტორინგს.

პატივისცემით,

რონი სმიტი

განათლების ინტერნაციონალის ევროპის რეგიონის

პრეზიდენტი

 

 

მიმაგრებული ფაილი

pdfრონი_სმიტი_სააკაშვილს__ინგლისური.pdf