საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) წესდების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის, მე-7 მუხლის 7.1 პუნქტის და 7.4 პუნქტების, სპმთპ-ის ყრილობის რეგლამენტის მე-16 მუხლის 16.1, 16.2 და 16.3 პუნქტების, აგრეთვე სპმთპ-ის №91 აღმასრულებელი საბჭოს №91/1 და №92 აღმასრულებელი საბჭოს №92/1 დადგენილებების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) X საანგარიშო ყრილობის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2021 წლის 4 სექტემბერი, ყრილობა ჩატარდეს ონლაინ ZOOM -ის ფორმატში;
2. სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულების თავმჯდომარეებმა უზრუნველყონ (სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს №92/1 დადგენილება) მათ დაქვემდებარებაში მყოფი დელეგატების მობილიზება, X საანგარიშო ონლაინ ყრილობაზე დასწრების ადგილის განსაზღვრა და ტექნიკური აღჭურვა/მხარდაჭერა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით;
3. ყრილობის დელეგატთა რეგისტრაციის დაწყების დრო - 10 სთ, საანგარიშო ყრილობის დაწყების დრო - 12 სთ;
4. ზემოაღნიშნულ ბრძანებასთან ერთად გამოქვეყნდეს სპმთპ-ის X საანგარიშო ყრილობის დღის წესრიგის პროექტი;
5. დაევალოს, სპმთპ-ის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორს ანი ბრეგვაძეს, სპმთპ-ის X საანგარიშო ყრილობის მოწვევის შესახებ ინფორმაციის, სპმთპ-ის პრეზიდენტის ბრძანებისა და დღის წესრიგის პროექტის გამოქვეყნება სპმთპ-ის ვებ-გვერდზე www.educator.ge;
6. დაევალოს, სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტს, სტრუქტურული ქვედანაყოფების თავმჯდომარეებს, საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს უზრუნველყონ ყრილობის ყველა დელეგატის ინფორმირებულობა;
7. წინამდებარე დადგენილების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სპმთპ-ის პრეზიდენტი.
სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე
სპმთპ-ის X საანგარიშო ყრილობის დღის წესრიგის პროექტი
ონლაინ ZOOM-ის ფორმატი 2021 წლის 4 სექტემბერი
1. სპმთპ-ის პრეზიდენტის ანგარიში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ, საანგარიშო პერიოდში, გაწეული საქმიანობის შესახებ;
2. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საკონტროლო- სარევიზიო კომისიის ანგარიშის მოსმენა და დამტკიცება;
3. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შესახებ;
4. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წესდებაში ცვლილებების შეტანა;
5. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აღმასრულებელი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
6. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობის შემადგენლობაში სპმთპ-ის პრეზიდენტისა და მისი მუდმივი შემცვლელი პირის (გამგეობის წევრის სრული უფლებით) პირდაპირი წესით დელეგირება;
7. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების XIV საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატების არჩევა;
8. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის X საანგარიშო ყრილობის რეზოლუციის მიღება.
სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე