32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
სპმთპ-ის ცენტრალური აპარატი და ა(ა)აიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ აქტიურად განაგრძობს მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და გაძლიერების კუთხით, დისტანციური🖥 (ონლაინ) ტრენინგების ჩატარებას.
👉მიმდინარე წლის 11-12 ივლისს ,სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრთათვის, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, ჩატარდა (ონლაინ) ტრენინგი თემაზე : „სკოლამდელი განათლების მეთოდიკა“ , რომელშიც ჩართული იყო თბილისის N185 , N190 და N216 ბაგა-ბაღის 49 პროფწევრი. ტრენინგს წარმართავდა ტრენერი ირმა გრიგოლია. პროფწევრთა მოთხოვნის საფუძველზე, გამართულ ტრენინგს ორგანიზება გაუკეთა, საორგანიზაციო დეპარტამენტის თანამშრომელმა, ანასტასია ამისულაშვილმა.
👉სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს , ცენტრალურ აპარატს, ტრენინგცენტრის დირექტორს მარიამ მკალავიშვილს, ტრენინგის ორგანიზატორს ანასტასია ამისულაშვილს და ტრენერს ირმა გრიგოლიას ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგისთვის.
აქტიურად გრძელდება სპმთპ გლდანის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრთა გადამზადება. ✊ერთად ყველა დაბრკოლება დაძლევადია .მადლობა ერთგულებისა და თანადგომისათვის.