მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2011 წელს უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგი მარინა ხარაძე აღდგა სამსახურში და სკოლას დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 4-წლიან პერიოდზე.
საბოლოოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააპელაციო სასამართლოს 3 აგვისტოს განჩინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, რითაც დაკმაყოფილდა უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგის, მარინა ხარაძის სასარჩელო მოთხოვნები.
საქმე იმაშია, რომ 2012 წლის 28 ნოემბერს, მარინა ხარაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც განსახილველად გადაეცა სამინისტროში შექმნილ სპეციალურ ორგანოს - „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელ კომისიას.“
141-ე მუხლის მიხედვით კი:
სპმთპ კვლავ აგრძელებს საკუთარ წევრებზე ზრუნვას და იცავს მათ ინტერესებს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, რაც მოიცავს სამართლებრივ კონსულტაციებს, სარჩელის მომზადებას, სასამართლოში წარმომადგენლობას და ა.შ. ამჟამად მიმდინარეობს რამოდენიმე პროცესი და ჩვენ გვაქვს მათი წარმატებით დასრულების იმედი.