სპმთპ-ის ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ქეთევან ვადაჭკორიას ორგანიზებით, მიმდინარე წლის 27 იანვარს ქ. თბილისის 62-ე საჯარო სკოლაში განათლების ექსპერტმა, ჯიპრაიდის მათემატიკის მიმართულების დირექტორმა, გიორგი ნოზაძემ, ვაკე-საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლების 35 პედაგოგისთვის საინტერესო და საჭირო ტრენინგი ჩაატარა თემაზე - „სამოდელო გაკვეთილი“.

ტრენინგის მონაწილე პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს ბატონ გიორგი ნოზაძეს ასეთი საინტერესო და პროფესიონალური ტრენინგისთვის და სპმთპ-ის ვაკე-საბურთალოს რაიონულ ორგანიზაციას პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.

სპმთპ-ის ვაკე-საბურთალოს ორგანიზაცია მადლობას უხდის ქ. თბილისის 62-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას ტრენინგის ჩატარებაში ხელშეწყობისთვის.