დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირი (GL) საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან (სპმთპ) პარტნიორობით, ახორციელებს18-თვიან თანადგომის პროექტს - „საქართველოში განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარება, მასწავლებელთა პროფკავშირთან თანამშრომლობით”.
საქართველოს საჯარო სკოლების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების დაგეგვის, სპმთპ-ის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებისა და განათლების პოლიტიკის განმავითარებელი საჭიროებების დადგენის მიზნით, განათლების ინტერნაციონალის- ETUCE-ის წევრი ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობას საფუძველი 2016 წლის სექტემბრის ბოლოს, GL-ის წარმომადგენლების თბილისში საქმიანი ვიზიტის დროს ჩაეყარა.
GL-ისა და ESFTUG -ის თანადგომის პროექტი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების განივითარების (CISU) მხარდაჭერით 2017 წლის ივნისიდან მიმდინარეობს.
აღნიშნული პროეტის პირველ ეტაპზე, GL-ის მოწვევით, სპმთპ-ის ხელმძღვანელი პირები ერთკვირიანი Study Trip-ის ფარგლებში დანიაში იმყოფებოდნენ GL-ის საქმიანობის, დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლების სწავლა/სწავლების პროცესების და პროექტში მონაწილე პედაგოგების საქმიანობის გასაცნობად. აგრეთვე, აღსანიშნავია რომ study trip-ის ფორმატში გაიმართა შეხვედრები დანიის განათლების სამინისტროს, GL-ისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ GL-ის თანადგომის პროგრამის მნიშვნელობასა და საქართველოს მასწავლებელთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამის შესახებ დეტალურად ისაუბრა GL-ის პერიოდულ გამოცემაში მიცემულ ინტერვიუსა და სხვადასხვა შეხვედრებზე. აქცენტირება კეთდება იმაზე, რომ საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესში, მსგავსი პროგრმების განხორციელება, ხელს შეუწყობს საქართველოს საჯარო სკოლების ევროპულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან დაახლოებასა და მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას.
GL-ის თანადგომის პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს საქართველოს საჯარო სკოლების ბოლო საფეხურის მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას 4–დღიანი სემინარებით, შემდეგ თემებზე: ,,სკოლის დემოკრატიული მართვის კულტურა“, ,,სწავლების შეფასების სისტემა და უკუკავშირის კულტრა“, ,,ინტერნეტ–კომუნიკაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში“ და ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა–სწავლების გარემო, თანამედროვე პედაგოგიური მეთოდებით“.
თანადგომის პროექტის ამოცანებია სკოლების განვითარების პროცესში მასწავლებლების ჩართულობის ამაღლება, როგორც ადგილობრივ ისე ეროვნულ დონეებზე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - გაძლიერდეს მასწავლებლების, პროფკავშირის შიდა და გარე შესაძლებლები განათლების პოლიტიკის საკითხების ადვოკარიებისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის სასარგებლოდ.
სპმთპ-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მჭიდრო პარტნიორობის ნიშნად, დანიური გამოცდილების გაზიარების მნიშნველობის ხაზგასასმელად, სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორებს რეკომენდაციით მიმართა GL-ის პროგრამაში მონაწილე პედაგოგები, პროფესიული განვითარების ხელშემწყობ სემინარებზე მონაწილების პერიოდში, გაეთავისუფლებინათ სასწავლო პროცესიდან სამუშაო დღის ანაზღაურების შენარჩუნებით.
სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე მადლიერებას გამოხატავს GL -ის მიმართ გაცხადებული და ქმედითი პარტნიორობისთვის და ისურვა: ,,ერთ დღეს, სპმთპ-მაც შეძლოს რომელიმე ქვეყანაში მსგავსი პროექტების განხორციელება, რითვისაც საჭიოა რაც შეიძლება მეტი კომპეტენიცა და ორგანიზაციული გაძლიერება”-აღნიშნავს მაია კობახიძე.
აქვე აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს მხარდაჭერის ნიშნად, პროექტის გახსნის ოფიცილურ ნაწილში, სემინარის მონაწილე მასწავლებლებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ხუციშვილი. მან მადლობა გადაუხადა სპმთპ-ს მასწავლებლეთა საჭირობებზე მორგებული აქიტვობების განხორციელებისთვის და პროფესიული კომპეტენციების ამალების მიზნით გაწეული მუშაობისთვის:
„მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა არის ჩვენი საერთო მიზანი და მის განსახორციელებლად, განსაკუითრებით მნიშვნელოვანია, სწორედ, დემოკრატიული მართვის უნარების განვითარება, რაც არა მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციებს მოეთხოვებათ, არამედ, პირველ რიგში სასურველი და საჭიროა, რომ პედაგოგებმა დანერგონ საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლესა და მასწავლებელს შორის პიროვნული ურთიერთობები, თანამშრომლური დამოკიდებულება გახლავთ ამოსავალი წერტილი იმისთვის, რომ ამაღლდეს მოსწავლის მოტივაცია სასწავლო პროცესში. სამოქალაქო წიგნიერება, ციფრული წიგნიერება, როგორც მოგეხსენებათ ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლკ ომპეტენციებად არის აღიარებული და სავალდებულოა ყველა საგნისა და ყველა საგნობრივი სტანდარტის სწავლების მიმართულებით“–განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.
დანიელი პედაგოგები აღფრთოვანებას გამოხატავენ საქართველოს მასწავლებლების მონდომებისა და მზაობის მიმართ და აღნიშნავენ: ,,ტრენინგები მოგცემთ მუხტს, თქვენს სკოლებში იყოთ ლოკომოტივის წინამძღოლები და არა უბრალოდ მგზავრები. მადლობა იმისთვის რომ იყავით აქტიურები, მოტივირებულები, ენერგიულები, პოზიტიურები... თქვენთან გატარებული დღეების გამოცდილებას დანიაში ჩვენს კოლეგებს და მოსწავლეებს გავუზირებთ. ჩვენ, არა მხოლოდ გავეცით ცოდნა და უნარ-ჩვევები, არამედ, თქვენგანაც მივიღეთ. ეს იყო იდეების, უნარების, გამოცდილებების ურთიერთგაზიარება და გაცვლა. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი პროფკავშირი, რომელიც საოცარ საქმეებს აკეთებს თქვენთვის და გყავთ არაჩვეულებრივი ლიდერი, რომელიც გისმენთ. წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ დანიაში, ჩვენს სკოლებში“ .
Gl-ის თანადგომის პროექტის მიმდინარეობის გასაშუქებლად დანიის უმაღლესი სკოლის ექსპერტ-მასწავლებლებთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის (GL) პერიოდული გამოცემის მთავარი რედაქტორი, მორტენ ჯესტი, რომელიც მეორე ეტაპის სემინარის პირველ დღეს პირადად გაეცნო ტრენინგის მიმდინარეობის პროცესს და ქართველ პედაგოგებს. ესტუმრა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლას სწავლა/სწავლების პროცესების დასაკვირვებლად და სპმთპ-ის ორგანიზებით, დანიელ პედაგოგებთან ერთად, შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მისნისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს. „GL“-ის პერიოდული გამოცემის 2018 წლის იანვრის ნომერში დაიბეჭდება მასალა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის, თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის, ქართველი მასწავლებლებისა და საქართველოს შესახებ.
პროექტის ფარგლებში, პირველი ორი ტრენინგი მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოსა და დეკემბერში GL-ის მიერ შერჩეულმა მაღალკვალიფიციურმა ტრენერ- მასწავლებლებმა ჩაატარეს, რაშიც ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლების 80-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. სემინარების მეორე ეტაპი 2018 წლის მარტსა და აპრილშია დაგეგმილი. GL-ის თანადგომის პროექტის ფარგლებში გადამზადდება 160-ზე მეტი სპმთპ-ის წევრი, საქართველოს საჯარო სკოლების ბოლო საფეხურის მასწავლებელი.