თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის - ,,განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარება”- ფარგლებში, დანიელი ექსპერტ-მასწავლებლები: კატრინა ლონდჰოლტი და ლის აილერცენი და დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის (GL) პერიოდული გამოცემის მთავარი რედაქტორი, მორტენ ჯესტი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდნენ.

პროექტს დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირი (GL) საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თვისუფალი პროფკავშირთან (სპმთპ) პარტნიორობით ახორციელებს. 18–თვიანი პროექტის მხარდამჭერია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

ვიზიტის პირველ დღეს სტუმრები სპმთპ-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ და ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ.

სპმთპ-ს პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, დანიელ სტუმრებს ორგანიზაციის 100 -წლიანი ისტორია, უახლესი წარსული, მიღწევები და გამოწვევები გააცნო. სტუმრებმა, ასევე, პირადად გაიცნეს ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი და ღია და მეგობრული საუბრის დროს მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.