სპმთპ-ის ხელმძღვანელების მოწვევით, სპმთპ-ის ცენტრალურ ოფისს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი თეა ნონიკაშვილი, სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნათია გაბროშვილი და გორის რაიონული ორგანიზაციის საჯარო სკოლების პედაგოგები სტუმრობდნენ.

დამსახურებული ფინალისტობის აღსანიშნავად, სპმთპ-ის პრეზიდენტმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგს,თეა ნონიკაშვილს სამახსოვორო საჩუქარი გადასცა. მაია კობახიძემ პედაგოგის პროფესიაზე თავდადებულ და ერთგულ მასწავლებელს, თეა ნონიკაშვილს შემდგომი წარმატებები უსურვა პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.
დატვირთული სამუშაო კვირა, სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის თანამშრომლებმა საპატიო სტუმრებთან ერთად სასიამოვნო გარემოში დაასრულეს.