მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული, ჰანან ალ ჰრუბი გუშინ საქართველოს პედაგოგებს შეხვდა და თავისი გამოცდილება გაუზიარა პროფესიის მნიშვნელობის, გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. ასევე ისაუბრა გლობალური და ეროვნული ჯილდოების მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ თავიანთი აზრი გამოეთქვათ და მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.


შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები და საუკეთესო 10-ეულის წევრები.