საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მიმდინარე წლის 8, 9 და 10 აპრილს ჩაატარა ტრენინგი მარტვილის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების უფროსებისა და აღმზრდელების დასახმარებლად. ტრენინგი დააფინანსა სპმთპ-ის მარტვილის რაიონულმა ორგანიზაციამ. გადამზადდა 50 მსმენელი. ტრენინგს უძღვებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი, ქალბატონი ლეილა გორდაძე. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამდღიანი ტრენინგი მეორე ცვლის აღმზრდელებისა და აღმზრდელის თანაშემწეებისათვისაც.