მიმდინარე წლის  7 აპრილს სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლელა ქურიძის ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით, ლანჩხუთის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულების ბუღალტრებისათვის სემინარი ჩატარდა თემაზე ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბუღალტრო საქმის წარმოების სამართლებრივი საფუძვლები”. 
სემინარს რომელსაც რაიონის 30-ზე მეტი საჯარო სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულების ბუღალტერი ესწრებოდა სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე უძღვებოდა.
სემინარის მიზანია უზრუნველყონ საგანმანათლებლო დაწესებულების ბუღალტრები საკანონმდებლო ბაზით  რათა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაცული იყოს დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური ინტერესები.
სპმთპ წარმატებებს უსურვებს ქალბატონ ლელა ქურიძეს წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული ინტერესებისა და უფლებების დაცვის საქმეში.