მიმდინარე წლის 27 აპრილს მცხეთის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების დამსაქმებლებისათვის სემინარი - ,,სოციალური პარტნიორობის მექანიზმები და მოსალოდნელი შედეგები” გაიმართა. სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომრის მანანა ჩოხელის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის პროგრამების ფინანსური მხარდაჭერით სემინარს 20 -მდე დამსაქმებელი დაესწრო.
სემინარის დღის წესრიგი ითვალისწინებს 2012-16 წწ სპმთპ-ის ინიციატივებითა და საქმიანობით მიღებული შედეგების შეჯამებას, ასევე, სხვადასხვა თემების გაცნობას რაც საჯარო სკოლების დასაქმებულთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ, სამართლებრივ და პროფესიული ინტერესების ადვოკატირებასა და დაცვას ემსახურება.
სემინარს უძღვებოდა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ასევე, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე და სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაკურაძე.
სოლიდარობის ცენტრის პროგრამების ფარგლებში რეგიონებში მიმდინარე სემინარების მიზანია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშიროსო ნორმებით აღიარებული თანამშრომლობის ვალდებულებების გაცნობა და ეფექტური სოციალური პარტნიორობის მექანიზმების ჩამოყალიბება საგანმანათლებლო დაწესებულებების დამსაქმებლებისათვის.