საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიმდინარე წლის 23 იანვარს ოზურგეთში იმყოფებოდა.  რაიონის საჯარო სკოლების პედაგოგებთან და სკოლის დირექტორებთან შეხვედრას  სპმთპ-ის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალბატონი როზა გოგუაძეც ესწრებოდა.
შეხვედრა ღია ფორმატში მიმდინარეობდა. პედაგოგებს საშუალება ეძლეოდათ დაესვათ კითხვები,  დისკუსია გაიმართა პროფესიული განვითარების სქემაზე, სასწავლო პროგრამებზე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაიონის სკოლების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და სხვადასხვა საკითხებზე.
ძალიან მიხარია, რომ საშუალება მქონდა ამ არაჩვეულებრივ ქალაქში, ამ არაჩვეულებრივ ხალხს შევხვედროდი, მადლობა მეთქვა და გვესაუბრა მომავალ გეგმებზე - განაცხადა შეხვედრის დასრულებისას ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.