2016 წლის 7 დეკემბერს, სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ ბაკურაძემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის შედგა. შეხვედრა ორგანიზებული იყო კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს" მიერ.
შეხვედრის მონაწილეთა განხილვის თემები იყო:
საგრანტო კონკურსები მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციებისათვის;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგების დეცენტრალიზაცია;
რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი.
2013 წლიდან სპმთპ კოალიცია ,,განათლება ყველასათვის - საქართველოს"აქტიური წევრია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მასზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.