32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

პროფესიული კავშირი

 არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია თავისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა.

საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 26

პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა



შრომის კოდექსი,

41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „კოლექტიური ხელშეკრულება იდება ერთ ან მეტ დამსაქმებელს ან ერთ ან მეტ დამსაქმებელთა გაერთიანებას და ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის.“



მე-4 პუნქტი განსაზღვრავს შემდეგ ვალდებულებას:

„ერთ-ერთი მხარის მიერ კოლექტიური ხელშეკრულების დადების თაობაზე ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში მხარეები ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად აწარმოონ მოლაპარაკება.“



ზოგადი განათლების კანონი

მე-2 თავის(„მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“) მე-16 მუხლის მიხედვით: მასწავლებელი სარგებლობს კანონით დადგენილი წესით გაერთიანების თავისუფლებით.

ხოლო მე-8 მუხლი ადგენს მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის გარანტიებს: „...მასწავლებელს, აგრეთვე მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლონ ამ თავით(მე-2 თავით) დაცული და სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, აგრეთვე სკოლის ყველა რესურსით.“



იმავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით: „დაუშვებელია მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არსებითად მათი გაუქმების ტოლფასია.“



გარდა ზემოაღნიშნულისა, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი: „არ უარყოფს იმ საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც არ არის აქ მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.“(მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი).



კანონის ,,პროფესიული კავშირების” შესახებ

საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

„პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის), პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის არჩევითი ორგანოების უფლებამოსილი წარმომადგენლები შრომითი კოლექტივის სახელით აწარმოებენ მოლაპარაკებას დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (კავშირის, ასოციაციის), აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან, დებენ კოლექტიურ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს და აკონტროლებენ მათ შესრულებას, ამ ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“



„დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები), აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან აწარმოონ მოლაპარაკება პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებთან, პროფესიულ კავშირებთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებებთან (ასოციაციებთან) შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები, პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) გამოვლენ ასეთი ინიციატივით, და ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები (შეთანხმებები).“



25-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით:

„დამსაქმებლის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია, არსებული მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, შექმნას პროფესიული კავშირის საქმიანობისათვის საჭირო პირობები, გადასცეს პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას სამსახურებრივი სარგებლობისათვის სათავსები, მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალებები საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხარჯზე.“



იმავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით:

„დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია, პროფკავშირის წევრ მუშაკთა პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ამ მუშაკთა ხელფასიდან ყოველთვიურად გადარიცხავს პროფკავშირულ საწევრო შენატანებს პროფესიული კავშირის ანგარიშზე კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“



26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:

„სახელმწიფო უზრუნველყოფს პროფესიული კავშირის უფლებათა დაცვას კანონმდებლობის შესაბამისად.“



ხოლო, 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ეხება პასუხისმგებლობის საკითხს, პროფესიული კავშირების შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაში:

„ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა დგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“



კოლექტიური ხელშეკრულების დადების ხელშეწყობისა და წახალისების ვალდებულება აღიარებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისA№98 კონვენციის (,,კოლექტიური მოლაპარაკების ორგანიზებისა და გამართვაზე უფლებათა პრინციპების გამოყენების შესახებ”) მე-4 მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ და სავალდებულოა შესასრულებლად. რატიფიცირებულია საქართველოს მიერ და ძალაშია 1997 წლიდან





ევროპის სოციალური ქარტიია