32 2 37 30 67
 contact@educator.ge

მიმდინარე კვირაში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად განსაკუთრებულ პატივს მიაგებს საწარმოებში გარდაცვლილთა ხსოვნას, სოლიდარობას უცხადებს სამუშაოზე დაშავებულებს და აღნიშნავს მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის. 28 აპრილი და 1 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღებია მსოფლიოს განვითარების ისტორიაში. ორივე უკავშირდება მშრომელების ბრძოლას სოციალურად სამართლიანი პროგრესისათვის, რაც აუცილებელი პირობაა დემოკრატიული და თანასწორობის უზრუნველმყოფი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების ვექტორი მნიშვნელოვნადაა აცდენილი საზოგადოების ყველაზე ფართო ფენის – მშრომელების და მათი ოჯახების ინტერესების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელ სტრატეგიულ მიმართულებებს. ხელისუფლების პოლიტიკა სოციალური სამართლიანობის და ღირსეული შრომის პირობების შესაქმნელად საჭირო ფუნდამენტურად მნიშვნელოვან სფეროებში კრიტიკას ვერ უძლებს:

  • სახელმწიფო კვლავაც ვერ უზრუნველყოფს მშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო შრომის გარემოს ვერც კანონმდებლობით და ვერც არსებული მწირი უსაფრთხოების სტანდარტების შესრულებაზე ეფექტური ზედამხედველობით.
  • საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოფიციალური სტატისტიკა უკიდურესად შემაშფოთებელია. კიდევ უფრო მძიმეა მდგომარეობა მსხვერპლთა და მათი ოჯახებისათვის კომპანიების მიერ მიყენებული ზიანის კომპენსირების კუთხით.
  • მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში – თვეში 20 ლარი და საჯარო სექტორში – თვეში 135 ლარი, ერთი მხრივ მოკლებულია ყოველგვარ სოციალურ-ეკონომიკურ ღირებულებას და ახალისებს სოციალურ დემპინგს, მეორე მხრივ, არის დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი.
  • არაპროგრესული საგადასახადო სისტემა სწრაფი ტემპებით გენერირებს უკიდურეს უთანასწორობას და სიღარიბეს, განსაკუთრებით დაუბეგრავი მინიმალური შემოსავლის გაუქმების ფონზე.
  • დასაქმებულთა უდიდესი უმრავლესობისთვის 8 საათიანი სამუშაო დღის და ზეგანაკვეთურად შრომისათვის ადეკვატური ანაზღაურების არარსებობა, ქართული შრომის ბაზრის სამწუხარო „სამარკო ნიშნად“ დამკვიდრდა.
  • შრომითი უფლებების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო პროფკავშირის აქტივისტების დევნა როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებში, უფრო ინტენსიური გახდა.
  • სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა ინერტული და ხშირად უძლურია სამართლიანად განსაჯოს მშრომელთა მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის შემთხვევები და შესაბამისი ზომები გაატაროს კანონდამრღვევი დამსაქმებლების მიმართ.
  • მიუხედავად მრავალი საპროტესტო გამოსვლისა და გაფიცვებისა, ხელისუფლება არ მიმართავს არანაირ ძალისხმევას სამუშაო ადგილებზე ეფექტური სოციალური დიალოგის წახალისებისა და ხელშეწყობისთვის.

ვიხსენებთ რა ქვეყნისა და ოჯახებისთვის თავდადებულ მშრომელებს, პატივს მივაგებთ ასწლეულების განმავლობაში შრომითი უფლებებისთვის ბრძოლას შეწირულ ადამიანებს, მოვითხოვთ, ხელისუფლება სათანადო ყურადღებით მოეკიდოს ზემოთაღნიშნულ საკითხებს და მშრომელებთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყოს მათი გადაჭრა.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება

თბილისი, 2016 წელი