32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმის ძირითადმა პრინციპებმა, რომელსაც დავეთანხმე საჯაროდ. თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო რამდენიმე განმარტება ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში აღვნიშნავ რომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გაიზიარა ჩვენი შენიშვნები და პრინციპული წინადადებები. რაც შეეხება პრაქტიკოსი პედაგოგების მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებას, განვმარტავ რომ, მასწავლებლობა რეგულირებადი პროფესიაა და სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება დააწესოს გამოცდები. ასეთია განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაც. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს 9 წლის განმავლობაში, 2010 წლიდან და გამოცდების ჩაბარების ვადები 2-ჯერ შეიცვალა, რაც თავისით არ მოსულა. ალბათ გახსოვთ სპმთპ-ის აქტივობები ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენი საჯარო განცხადებები. დღეს, არავითარი არგუმენტი აღარ გაგვაჩნდა არ დავთანხმებოდით პედაგოგთა გამოცდების მოთხოვნას.

მესმის ზოგიერთი, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის გულისწყრომა, რომლებიც შეურაცხყოფად აღიქვამენ გამოცდების ჩაბარებით კვალიფიკაციის შემოწმებას, თავიანთი მრავალწლიანი, წარმატებული საქმიანობისა და შედეგების გათვალისწინების გარეშე. ალბათ დამეთანხმებით, მხოლოდ შედეგებზე დაყრდნობით, წარმოუდგენელი იქნებოდა 33 000 პრაქტიკოსი მასწავლებლის კომპეტენციის განსაზღვრა. ეს არ მომხდარა არცერთ ქვეყანაში, სადაც ჩატარდა რეფორმები.

გთხოვთ ყველას, ემოციების გარეშე, ობიექტურად შევაფასოთ არსებული რეალობა და მოვემზადოთ გამოცდებისათვის.

არაერთხელ განმიცხადებია, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნით მასწავლებლის კვალიფიკაციის შეფასების დროს, ალბათობა იმისა, რომ გამოცდების შედეგი შესაძლოა აცდეს პედაგოგის რეალურ შესაძლებლობებს, გამოცდილებას და პროფესიული საქმიანობის შედეგებს, დიდია.

ნორმატიული აქტების მომზადების პროცესში, კატეგორიულად დავაყენებთ წინადადებებს გათვალისწინებული იქნას პრაქტიკოსი მასწავლებლების შედეგები, ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მოქმედების სახვადასხვა ეტაპზე.

15 მაისი, 2019 წელი.