32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
euvisaliberation cr 311x183საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი უერთდება საქართველოს ევროპასთან დაახლოების ამოცანების შესრულების მიმართულებით კიდევ ერთ წარმატებას. 
საქართველო-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის დიალოგი ეფექტური ინსტრუმენტი გახდება ჩვენი ქვეყნის შორს მიმავალი გეგმებისა და მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელებისთვის. 
18 დეკემბერს, ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესრულების შეფასების საბოლოო ანგრიში გამოაქვეყნა. 
ევროპული კომისიის ექსპერტების შეფასებით, საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით იყო გათვალისწინებული. 
სპმთპ იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო გააგრძელებს ეფექტური მექანიზმების განვითარებასა და ჩამოყალიბებას ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების, ღირსეული შრომის უფლებებისა და სიტყვის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების მიმართულებებით.