27 აპრილს, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე ევროპის განათლების პროფკავშირების (ETUCE) ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ლარი ფლანაგენსა და ETUCE-ის ევროპულ დირექტორს, სუზან ფლოკენს ონლაინ შეხვდა.
გაცნობით აუდიენციაზე, მაია კობახიძემ ისაუბრა კოვიდპანდემიის გარემო-პირობებში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე ტენდენციებზე; აგრეთვე, საქართველოს განათლების დარგის სოციალურ პარტნიროებს შორის სოციალური დიალოგით მიღწეულ შედეგებსა და პროცესებზე.
ევროპულმა ლიდერებმა მოისმინეს სპმთპ-ის ინფორმაცია, პანდემიის მიუხედავად სპმთპ-ის მხრიდან მასწავლებელთა წინაშე არსებული სიახლეების, მოთხოვნების, კარიერული წინსვილისა და სტატუსის ამაღლებაში გაწეული მხარდამჭერი პროგრამების შესახებ.
ETUCE-ის პრეზიდენტი განსაკუთრებით დაინტერესდა, მიმდინარე წლის აპრილში, სპმთპ-ის მიერ ინიცირებული საგნობრივი დისციპლინების მიხედვით, მასწავლებელთა ონლაინ კონფერენციებით.
მაია კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სკოლებში ინერგება ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც თვისობრივად ცვლის სწავლა-სწავლების მეთოდიკას. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სიახლეს სჭირდება მიმღეობა, პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება, სპმთპ-ისათვის გარდაუვალი აუცილებლობა არის მასწავლებლების პოზიციების მოსმენა. სპმთპ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განათლების სამინისტროსადმი ახალი ინიციატივების პაკეტის წარდგენამდე, რაშიც გათვალისწინებული იქნება მასწავლებლების მიდგომები, ეცნობებათ ევროპელ ლიდერებს.
ETUCE-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრა
ლარი ფლანაგენმა მოიწონა სპმთპ-ის მიდგომა, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, რეფორმების პროცესებში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მასწავლებელთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
ETUCE-ის მაღალმა ოფიციალურმა პირებმა სრული მხარდაჭერა და თანადგომა განუცხადა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს წარმატებულ საქმიანობაში.
27 აპრილის გაცნობით შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს, მოლდოვეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და უკრაინის ETUCE-ის წევრი ორგანიზაციების ლიდერები და ETUCE-ის ვიცე-პრეზიდენტები.