32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა. მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით“, რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში.

რუბრიკამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და არაერთი წარმატებული პედაგოგი წარმოაჩინა.

ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია ტყიბულის მუნიციპალიტეტის,სოფელ ორპირის საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი მაია ივანეიშვილი, რომელსაც სკოლაში მუშაობის ოცდარვაწლიანი გამოცდილება აქვს.

14615659 861377630630032 5754632256347606765 o

დოსიე: დავიბადე 1970 წელს. დავამთავრე ქალაქ ქუთაისის 33-ე სკოლა. 1988 წელს ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო ინსტიტუტში გეოგრაფია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე. უნივესიტეტის დასრულების შემდეგ, 1993 წლიდან, მუშაობა დავიწყე ტყიბულის რაიონის, სოფელ ორპირის საჯარო სკოლაში გეოგრაფიისა და ბიოლოგიის მასწავლებლად, სადაც ვმუშაობ დღემდე.

ვიზიარებ მოსაზრებას : „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“ - ჯონ კოტონ დანა.

წლების მანძილზე ღირსეულად ვიღებდი ახალ გამოწვევებს და აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა ტრენინგ-მოდულში. 2006-2007 და 2008-2009 სასწავლო წლებში, სამწლიანი პროექტის ფარგლებში, ჩვენი სკოლა ჩართული იყო ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის პროექტში „ილია ჭავჭავაძე“ - სასწავლო გეგმების პილოტირების ტრენინგ-პროგრამაში. საქართველოს 100 სკოლათა შორის, ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ მომენიჭა ფასილიტატორის სტატუსი და ტრენერებთან ერთად ფასილიტაციას ვუწევდი ტყიბულის რაიონის სკოლების (საზოგადოებრივისა და საბუნებისმეტყველო) პედაგოგებს.

წარმატებით გავიარე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - „საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში - ზოგადი პროფესიული კურსი (36 სთ),

საგნობრივი(24 სთ) და ასევე, ლიდერობის აკადემია მე-2 და მე-3 მოდული.

2015 წელს მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 2019 წლიდან ვარ წამყვანი მასწავლებელი.

ვარ დაოჯახებული, მყავს მეუღლე, 2 შვილი და 2 შვილიშვილი.

                                        რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი? რა ფაქტორებმა მოახდინეს თქვენზე გავლენა ?

ჩემი მოსწავლეობის დროს, მასწავლებლის პროფესია უმნიშვნელოვანესი იყო და თითქმის ყველა ბავშვის ოცნებაც; სწორედ ამან გამაბედვინა მასწავლებლობა. ბუნება და გეოგრაფია კი ყოველთვის მიყვარდა და საგნისადმი სიყვარულმა მძლია. დღეს ეს პროფესია და საგანი ჩემი ცხოვრების ნაწილია.

10547137 613960162038448 6784510510724168453 o

                                                                                            ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

პირველ რიგში ოჯახი, რომელიც ჩემი საყრდენია და შემდეგ დიდი ოჯახი - ჩემი სკოლა, სადაც უკვე 28 წელია ვმუშაობ ჩემს ძვირფას კოლეგებთან ერთად.

                                 გააცანით თქვენი სკოლა საზოგადოებას? რითია გამორჩეული და განსხვავებული სხვა სკოლებისგან?

ჩემი სკოლა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლაა. ის პირველი საშუალო სკოლა იყო რაიონში და 1922 წელს დაარსდა, როგორც შვიდწლედი. სკოლის ისტორია საინტერესოდ აქვთ აღწერილი ამავე სკოლის დირექტორებს სეით ჯინჯიხაძესა და პავლე ბერეკაშვილს წიგნებში „ორპირის საშუალო სკოლა“ და „პირველი საშუალო სკოლა ოკრიბაში“. სკოლა ინტესიურად იღებს მონაწილეობას სასწავლო პროცესის ახალ გამოწვევებში და წარმატებასაც აღწევს. სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე და კლუბი - ცეკვის, ფოლკორის, მუსიკის, თეატრალური სტუდიის, ასევე კლუბი „წიგნიერი“ – („ვეფხისტყაოსნის“ შემსწავლელი), ეკოკლუბი და სხვა.

ვფიქრობ, ჩვენი სკოლა ყოველთვის იყო მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებული ,ყოველთვის, თუნდაც ერთი ნაბიჯით, უსწრებდა დროს...

           თქვენს პროფესიაში რომელ თანამედროვე მიდგომებს და მეთოდებს გამოყოფთ, რომლებსაც სწავლებისას განსაკუთრებით იყენებთ?

თანამედროვე გამოწვევების თანახმად ,მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, აზროვნებისა და უნარ-ჩვევების განვითარება მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებით. შესაბამისად ,მიმაჩნია, რომ სწავლა-სწავლების პროცესში გაკვეთილის დაგეგმვა მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს, სადაც თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა და საჭიროება იქნება გათვალისწინებული. მოსწავლეებს მოსწონთ, როდესაც სწავლება ხდება თანამშრომლობით. შესაბამისად, მეც ვიყენებ სასწავლო და სოციალურ პროექტს, კვლევას, დაკვირვებას, პრეზენტაციას, როლურ თამაშს და სხვა. მოსწავლე უნდა სწავლობდეს არა მხოლოდ იმისთვის, რომ კარგი შეფასება დაიმსახუროს, არამედ ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენოს.

12031573 685361498231647 8412102933046459327 o

                                                   როგორია თქვენეული წარმატების ფორმულა.

იყო წარმატებული - ნიშნავს რამდენად საინტერესო ხარ საზოგადოებისთვის; რამდენად გიყვარს მოსწავლე; როგორია პასუხისმგებლობა; საგნის სიღრმისეული ფლობა; რამდენად თანამედროვე და საინტერესოა გაკვეთილები; გაბედულება; თვითკონტროლი და ემპათიური დამოკიდებულება .

11417793 473443139482309 7912964839516632234 o

           რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის და როგორი უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგი?

მასწავლებლობა გამორჩეული ფენომენია. შემთხვევითობამ ან მატერიალურმა დაინტერესებამ არ უნდა მიიყვანოს ადამიანი სკოლაში. მასწავლებლის პროფესია ურთულესია, დღეს - განსაკუთრებით. პედაგოგი ავტორიტეტს თავად იქმნის, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე კი სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. მასწავლებელს, როგორც ყველა ადამიანს, თავისი უფლებები და ცხადია, მოვალეობები სათანადოდ უნდა ჰქონდეს „გააზრებული“. თანამედროვე პედაგოგი ,უპირველესად, სიყვარულით სავსე, პროფესიონალი, აქტიური, ინოვაციური და მომთმენი უნდა იყოს.

                 გარკვეული წლების მერე როგორ ხედავთ თქვენს თავს პროფესიაში? როგორია თქვენი სამომავლო პერსპექტივები?

ბუნებით აქტიური, მოტივირებული ადამიანი ვარ ,ვცდილობ, არ ჩამოვრჩე დროს, მაღალ დონეზე დავეუფლო თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამოვიყენო გაკვეთილებსა და პროექტებში.

 როგორია თანამედროვე ახალგაზრდობა? რამდენად მოტივირებულები არიან სწავლა/სწავლების პროცესის დროს და წინა თაობის ახალგაზრდებისგან რითი გამოირჩევიან ?

თითქმის სამი ათეული წელია ვმუშაობ სკოლაში, მყავს შვილები და შვილიშვილები. ცხადია, კარგად ვიცნობ ახალგაზრდების პრობლემებს. ვერ ვიტყვი ყველა მოტივირებული და დაინტერესებულია, ზედაპირულ ცოდნას უფრო სჯერდებიან, წინა თაობებისაგან კი მეტი სითამამით, დამოუკიდებლობითა და ტექნოლოგიების ფლობით გამოირჩევიან, ასევე - ნაკლებად კომუნიკაბელურები არიან, ციფრულ ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულები.

                      სწავლების პროცესში რა პრობლემებს აწყდებით და რომლის მოგვარებაა არსებითად მნიშვნელოვანი?

სახელმძღვანელოების პრობლემა ჯერ კიდევ არსებითია. მიმდინარე სასწავლო წელს გრიფი არ მიენიჭა მე-8 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს. უპირველესად, გეოგრაფიაში მცირე საათობრივი განაკვეთია, საჭიროა კაბინეტის საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა. მასწავლებლები, ცხადია, ცდილობენ მოსწავლეთათვის აუცილებელი 

რესურსები მოიძიონ, მაგრამ დახმარება ნამდვილად გვესაჭიროება.

20597402 1086760048091788 2063818568730084184 n

როგორ შეაფასებდით სწავლების ძველ და ახალ მიდგომებს: ახალი სკოლის მოდელს, სქემას, სწავლების ინტერაქციას, ერთიან ეროვნულ გამოცდებს... მიმდინარე 2020 წლის ეროვნულმა გამოცდებმა აჩვენა,რომ გამოცდა ორიენტირებული იყო არა წმინდა პროგრამული კუთხით, არამედ აქცენტი კეთდებოდა მოსწავლის თავისუფალ აზროვნებასთან. თქვენეული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებითაც.

ვთვლი, რომ სწავლების ძველ 

სისტემაშიც იყო კარგი, მისაღები მიდგომები, მაგრამ იცვლება დრო, შეხედულებები, საჭიროებები...ახალი სკოლის მოდელი დროის მოთხოვნაა და მას ამ ეტაპზე ალტერნატივა არ აქვს.

სქემამ მასწავლებლებს, მათ შორის მეც, მოგვცა წინსვლის საშუალება, მაგრამ ცვლილებების შეტანა მასშიც შეიძლება. პანდემიის დროს ჩემი ბევრი კოლეგა „ დაზარალდა“, ვეღარ შეძლო გარე დაკვირვების გავლა, რაც თავისთავად მტკივნეულია.

რაც შეეხება მოსწავლის თავისუფალ აზროვნებას, სკოლის მერხიდან უნდა ჩამოუყალიბდეს მოზარდის კრიტიკული, თავისუფალი აზროვნება და მიღებული ინფორმაციის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევები.

    როგორც ვიცი, ეკოკლუბიც გაქვთ ჩამოყალიბებული და არაერთ აქტივობებს ახორციელებთ. ორიოდე სიტყვა ამასთან დაკავშირებითაც.

სკოლაში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს ეკოკლუბი, სადაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი. მოსწავლეებთან ერთობლივად ვგეგმავ აქტივობებს ,რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ მოსწავლეთა სურვილებს. ბავშვებს უფრო პრაქტიკული საქმიანობა მოსწონთ - ვასუფთავებთ სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიებს, მდინარის სანაპიროს, ვრგავთ ნერგებს, ვაგროვებთ მაკულატურას,ვაწყობთ შეხვედრებს მეზობელი სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებთან, ვატარებ ტრენინგებს, სკოლებს შორის კონფერენციებსა და სხვა. ასევე ეკოკლუბის წევრები აქტიურად არიან ჩართულნი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პროექტში“ 2016 წლიდან დღემდე. ბავშვები წერენ პროექტებს, აგროვებენ ქულებს, ატარებენ სამუშაო შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებისთვის, აწყობენ დასუფთავების დღეს, მარათონს, აგროვებენ მაკულატურას, თანატოლებს მოუწოდებენ, რომ გაითავისონ „მდგრადი განვითარების მიზნები“ და მოახდინონ რაციონალური ბუნებათსარგებლობა.

 პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

რეალური საკლასო ოთახი შუცვლელია, მაგრამ ,ვფიქრობ, ვირტუალურ სიტუაციასაც საკმაოდ კარგად გავართვი თავი. საკლასო გარემო შეცვალა teams და zoom-ის პროგრამებმა, ვესწრებოდი სასწავლო ვებინარებს, სადაც ვსწავლობდი და ვქმნიდი სასწავლო რესურსებს: artsteps; playpos; canva; bookcreator; storymaps-classic.arcgis; bitly და სხვა.პრობლემა ძირითადად დაბალი სიჩქარის ინტერნეტია, როდესაც ყველა სარგებლობდა ადგილობრივი ინტერნეტ პროვაიდერით, ინტერნეტის სიხშირე დაბალი იყო და ხშირად წყდებოდა კავშირი, ასევე ყველას არ ჰქონდა გამართული ტექნიკა, რაც ,ალბათ, უარყოფითად აისახა მოსწავლეთა სწავლების პროცესში.

 რა არის თქვენთვის საქართველოს „პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“? პროფკავშირის რომელ აქტივობებში მიგიღიათ მონაწილეობა?

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ არის გზა თავისუფლებისკენ და ,უპირველესად, იმედი მომავლისა. ვესწრებოდი ტყიბულში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებს და პრეზენტაციებს, ასევე კოლეგებთან ერთად დავესწარი პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-

მოდულს, რაც ნამდვილად წარმატებით გამოვიყენე სასწავლო პროცესში.

339d3bd7 7249 4613 8e73 3e49a351aa75

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებითა და გარანტიებით ისარგებლებენ? რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

პოტენციურ პროფწევრებს ვურჩევდი დროულად გაწევრიანდნენ ,ვფიქრობ, თანადგომა და ინფორმირებულობა გარანტირებული ექნებათ. ამასთანავე უფლებრივი დაცვის 

კუთხითაც ძლიერ ბერკეტს მოიპოვებენ.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა,რომ...

მინდა, რომ პანდემიას თავი დავაღწიოთ, დავუბრუნდეთ საკლასო სივრცეს და წარმატებები ვუსურვო კოლეგებსა და მოსწავლეებს!

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა