32 2 37 30 67
 contact@educator.ge

დაიცავით ყველა რეკომენდაცია, თქვენს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული აღსაზრდელების ჯანმრთელობაც და მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემა, - ამის შესახებ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტი მაია კობახიძე სოციალურ ქსელში წერს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

,,მასწავლებელი - კრიზისის მართვისა და მომავლის ხედვის ლიდერი“

ალბათ ყველა დაგვეთანხმება, ურთულეს და არაორდინალურ პირობებში გვიწევს სასწავლო წლის დაწყება. ასეთი სიტუაცია არ ყოფილა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. მსოფლიო პანდემიას ემატება ის უამრავი გადაუწყვეტელი პრობლემა, რაც დაკავშირებულია სკოლამდელ დაწესებულებებსა და საჯარო სკოლის მასწავლებელთა კარიერულ წინსვლასთან/სტატუსის ამაღლებასთან, ბარიერებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით სტატუს შეწყვეტილი და უფროსი მასწავლებლები. ამ ურთულეს ფონზე, უკანა პლანზე ინაცვლებს საზეიმო განწყობა. მიუხედავად ამისა, ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება სხვა დადებითი ემოციაა მასწავლებლებისათვის. შეხვედრა მონატრებულ მოსწავლეებთან და აღსაზრდელებთან ახალ სუნთქვას უხსნის თითოეულ პედაგოგს და აღმზრდელს. იმ განცდის ახსნა და ემოციების გადმოცემა, რაც სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება, შეუძლებელია.

ძვირფასო მასწავლებლებო, სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი განათლების მესვეურებო, „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სახელით“ გილოცავთ ახალი აკადემიური წლის დაწყებას, განსაკუთრებით ონლაინ სწავლებაზე გადასული სკოლების მასწავლებლებს, საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალს. იმედია, მალე დასრულდება არსებული სიძნელეები და მოგეცემათ ტრადიციული კომუნიკაციის შესაძლებლობა აღსაზრდელებთან და მოსწავლეებთან.

ძვირფასო კოლეგებო, უამრავი სირთულის გადალახვა მოგვიწია განვლილ წლებშიც. გამომდინარე აქედან, დიდი იმედი გვაქვს, გამოიჩენთ სიმამაცეს, ბრძოლისუნარიანობას, მოთმინებას და ჩვეული გულისხმიერებით, უფრო შემართებით გააგრძელებთ თაობების აღზრდას.

მოგიწოდებთ, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, დაიცავით ყველა რეკომენდაცია, თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული აღსაზრდელების ჯანმრთელობაც და მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემა.

მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მასწავლებელი არის კრიზისების მართვისა და მომავლის ხედვის ლიდერი“, - წერს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე.

დღეიდან საჯარო და კერძო სკოლებსა და უმაღლეს სააწავლებლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ამასთან, საქართველოში დღეს კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

სტატია გამოქვეყნდა www.imedi.news.ge-ზე 2020 წლის 15 სექტემბერს.

იხ.ლინკი: https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/162569/pedagogta-propkavshiris-prezidenti-mastsavleblebs-daitsavit-kvela-rekomendatsia-tqvens-janmrtelobazea-damokidebuli-agsazrdelebis-janmrtelobats-da-mattvis-khariskhiani-ganatlebis-mitsema?fbclid=IwAR0Ewll5RIAquiGeXt44RC45fyPPupixIcQSeb_SBus5SMuFFf8kORuawCk