32 2 37 30 67
 contact@educator.ge
უკანასკნელ პერიოდში, მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან კეთდება განცხადებები, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში, ხელისუფლების მხრიდან, მასწავლებელთა შევიწროებისა და დაშინების თაობაზე. ამ ფაქტის შესახებ სპმთპ-ში არ შემოსულა არცერთი განცხადება და შეტყობინება, არავითარი სიგნალი.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ პედაგოგებს და სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულებს, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ თქვენს მიმართ განხორციელებული არაკანონიერი ქმედებების შესახებ. შეგახსენებთ ჩვენი ორგანიზაციის ცხელი ხაზის ნომერს: 0322373067 და იურისტის საკონტაქტო ნომერს: 568719010.

ყველას გვახსოვს ისეთი საარჩევნო კამპანიებიც, როდესაც მასიურად მიმდინარეობდა პედაგოგთა დაშინება და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები. სამწუხაროდ, მაშინ სრულყოფილად ვერ შევძელით თქვენი უფლებების დაცვა. დღეს სახელმწიფოში სულ სხვა მდგომარეობაა და მზად ვართ, ყველა დარღვევის ფაქტზე მოვახდინოთ სათანადო, ეფექტური, შედეგის მომცემი რეაგირება.

პატივისცემით, სპმთპ -ის პრეზიდენტი მაია კობახიძე

2020 წლის 26 ოქტომბერი