32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
წარმატებით დასრულდა კიდევ ერთი პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც სსიპ ქ. თბილისის #167 საჯარო სკოლას მოსამართლემ დააკისრა 13.500 ლარის გადახდა პედაგოგის სასარგებლოდ. მასწავლებლის ინტერესებს იცავდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბაკურაძე უჩა ბაკურაძე.
ნარგიზა კიკვიძე სამსახურიდან გათავისუფლდა 2017 წლის 01 სექტემბერს, დირექტორის უკანონო ბრძანებით. ინფორმაციის მიღებისთანავე, საქმეში ჩაერთვნენ სპმთპ-ის წარმომადგენლები და მოლაპარაკებების გზით შეეცადნენ დირექტორის გადარწმუნებას, თუმცა უშედეგოდ.
ამის შემდეგ, სპმთპ-ის იურიდიულმა დეპარტამენტმა მოამზადა სარჩელი და შეიტანა სასამართლოში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი - უკანონოდ აღიარა გათავისუფლების თაობაზე გამოცემული დირექტორის ბრძანება და სკოლას დააკისრა 5000 ლარის გადახდა პედაგოგის სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება კვლავ გაასაჩივრა სპმთპ-ის იურიდიულმა დეპარტამენტმა და მოითხოვა მეტი თანხის დაკისრება მოპასუხე საჯარო სკოლისათვის, ვინაიდან 5000 ლარი არ იყო კომპენსაციის ის ოდენობა, რაც გადაწონიდა უკანონოდ გათავისუფლებული, ღვაწლმოსილი პედაგოგის შელახულ უფლებებს. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ნარგიზა კიკვიძეს წაერთვა საშუალება, ესარგებლა სახელმწიფოს მიერ პენსიონერი პედაგოგებისათვის გათვალისწინებული შეღავათით, რაც გულისხმობდა, სურვილის შემთხვევაში, 2 წლის ოდენობის ანაზღაურების აღებას და პროფესიიდან გასვლას.
მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გაიმართა სასამართლო პროცესი. საქმეს იხილავდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, გელა ქირია.

მოსამართლე გემა ქირიამ გულდასმით გამოიკვლია საქმის ყველა გარემოება და მიიღო სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეს დაეკისრა 13.500 ლარის გადახდა, უკანონოდ გათავისუფლებული ნარგიზა კიკვიძის სასარგებლოდ.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მადლობას უხდის მოსამართლე გელა ქირიას სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის!
2020 წლის 7 ოქტომბერი