32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის და ა(ა)აიპ" საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული ცენტრის" მხარდაჭერით, სპმთპ-ის ბოლნისის რაიონულმა ორგანიზაციამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჩაატარა დისტანციური(ონლაინ) ტრენინგების სერია.
👉12-13 ივნისს ბოლნისის საბავშო ბაღების მენეჯერებთან, სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაცის დაწესებულების დირექტორთან ლელა გოგმაჩაძესთან ერთად, ჩატარდა დისტანციური (ონლაინ) ტრენინგი, რომლის ტრენერი გახლდათ მარიამ მკალავიშვილი და მონაწილეობდა თორმეტივე ბაღიდან 12 მენეჯერი, პროფწევრი.
👉15-16 ივნისს ჩატარდა პირველადი (გადაუდებელი) სამედიცინო დახმარების დისტანციური (ონლაინ) ტრენინგი საბავშო ბაღის თანამშრომლებისათვის,რომლის ტრენერი იყო თეა შავთვალაძე და მონაწილეობდა 30 პროფწევრი.
👉18-19 ივნისს ჩატარდა ტრენინგი: ქართული როგორც მეორე ენა, რომლის ტრენერი იყო ლალი ასლამაზაშვილი-დალაქიშვილი და მონაწილეობდა 15 პროფწევრი.
👉22 ,24, 26 და 27 ივნისს ჩატარდა აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგებისთვის პროფესიული უნარებში ტრენინგი, რომლის ტრენერი იყო შახვალათ ნაბიევი და მონაწილეობდა 30 პროფწევრი.
სპმთპ-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ პრეზიდენტს მაია კობახიძეს , ცენტრალურ აპარატს, ტრენინგცენტრის დირექტორს მარიამ მკალავიშვილს,სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაცის დაწესებულების დირექტორს ლელა გოგმაჩაძეს და ტრენერებს: თეა შავთვალაძეს, ლალი ასლამაზაშვილ-დალაქიშვილს და შახვალათ ნაბიევს ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგისთვის.
აქტიურად გრძელდება სპმთპ-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრთა გადამზადება. ✊ერთად ყველა დაბრკოლება დაძლევადია .მადლობა ერთგულებისა და თანადგომისათვის.👏