32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
სპმთპ-ის ცენტრალური აპარატი და ა(ა)აიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ აქტიურად განაგრძობს მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და გაძლიერების კუთხით, დისტანციური🖥 (ონლაინ) ტრენინგების ჩატარებას.
👉მიმდინარე წლის 18-19 ივლისს , სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრთა მოთხოვნითა და ინიციატივით, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, დაიგეგმა დისტანციური 🖥(ონლაინ) ტრენინგი თემაზე : „სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია“, რომელშიც ჩართული იყო თბილისის N185 , N190 და N216 ბაგა-ბაღის 45 პროფწევრი, რომლის ტრენერი იყო ანასტასია ამისულაშვილი.
📌ტრენინგის მსვლელობის დროს, განსაკუთრებით აქტუალური საკითხი იყო ბავშვთა რთული ქცევა და ქცევის მართვის სტრატეგიები. მიუხედავად ტრენინგის დისტანციური ფორმატისა, ჯგუფი ძალიან აქტიური და მოტივირებული იყო, ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
👉სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს , ცენტრალურ აპარატს, ტრენინგცენტრის დირექტორს მარიამ მკალავიშვილს და ტრენერს ანასტასია ამისულაშვილს ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგისთვის.
📌აქტიურად გრძელდება სპმთპ გლდანის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრთა გადამზადება. ✊ერთად ყველა დაბრკოლება დაძლევადია .მადლობა ერთგულებისა და თანადგომისათვის.