32 2 37 30 67
 contact@educator.ge
სპმთპ-ის ცენტრალური აპარატი და ა(ა)აიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ აქტიურად განაგრძობს მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და გაძლიერების კუთხით , დისტანციური🖥 (ონლაინ) ტრენინგების ჩატარებას.
👉მიმდინარე წლის 1-2 ივლისს , თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მუსიკის მასწავლებელთათვის, ჩატარდა 5 საათიანი დისტანციური ტრენინგი zoom პლატფორმის გამოყენებით.
👉 ტრენინგში მონაწილეობდა: თელავის მე-2 , მე-3 ბაგა-ბაღის, თელავის მე-5 ბაღის, წინანდლის N 1 , N 2 ბაგა-ბაღის, კურდღელაურის, სანიორეს, ფშაველის, ყარაჯალას, შალაურის, გულგულას, ვარდისუბნის, ვანთას, ქვემოხოდაშნის, ბუშეტის,რუისპირის,აკურას ბაგა-ბაღის მუსიკის მასწავლებელი, 20 პროფწევრი.
შეხვედრას უძღვებოდა ტრენერი ნინო როსტომაშვილი.
ტრენინგზე განხილულ იქნა სკოლამდელ დაწესებულებებში მუსიკის სწავლების სტრატეგიები.
👉მადლობა სპმთპ-ის თელავის რაიონულ ორგანიზაციას, მის კოორდინატორს ნათია ბაღათრიშვილს, ტრენერებს და ტრენინგში ჩართულ თითოეულ პროფწევრს ხელშეწყობისა და თანადგომისთვის.