32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
სპმთპ-ის ცენტრალური აპარატი და ა(ა)აიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ აქტიურად განაგრძობს მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და გაძლიერების კუთხით, დისტანციური (ონლაინ) ტრენინგების ჩატარებას.
2020 წლის 6-7 ივნისს სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრთათვის, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, ჩატარდა (ონლაინ) ტრენინგი თემაზე : „სკოლამდელი განათლების მეთოდიკა“, რომელშიც ჩართული იყო თბილისის N57-ე , N153-ე , N123-ე , N50-ე , Nმე-100, N185-ე , N31-ე და N135-ე ბაგა-ბაღის 45 პროფწევრი. ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი ირმა გრიგოლია.
სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს , ცენტრალურ აპარატს, ტრენინგცენტრის დირექტორს მარიამ მკალავიშვილს და ტრენერს ირმა გრიგოლია ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგისთვის.
მადლობა #სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის წევრებს ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის.