32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
სპმთპ ისნის რაიონული ორგანიზაცია აგრძელებს ბაგა-ბაღების პროფწევრთა მხარდაჭერას, პროფესიული განვითარების მიზნით. 6-7 ივნისს სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივითა და სპმთპ-ის ა(ა)აიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ ხელშეწყობით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე: ,,სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები", რომელშიც მონაწილეობა მიიღო სპმთპ-ის ისნისა და ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ბაგა-ბაღის წარმომადგენელმა,45 პროფწევრმა.
სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის ტრენერს თინათინ სიდონაშვილს საინტერესო და საჭირო ტრენინგისთვის, ასევე სპმთპ-ის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელს მარიამ მკალავიშვილს ონლაინ ტრენინგების მხარდაჭერისთვის.
სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაცია მოხარულია, რომ ბაგა-ბაღის წარმომადგენლებმა სწრაფად და წარმატებით აითვისეს ტექნოლოგიური სიახლეები, ორგანიზებულად ჩაერთვნენ მუშაობის პროცესში და დიდი კმაყოფილება გამოხატეს ჩატარებულ ტრენინგთან დაკავშირებით.