32 2 37 30 67
 contact@educator.ge
სპმთპ-ის ცენტრალური აპარატი და ა(ა)აიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ აქტიურად განაგრძობს მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და გაძლიერების კუთხით, 🖥დისტანციური (ონლაინ) ტრენინგების ჩატარებას.
 👉მიმდინარე წლის 30-31 მაისს სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრთათვის, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარების თავისებურებები“,რომელშიც ჩართული იყო თბილისის N57-ე, N153-ე, N123-ე, N50-ე, Nმე-100, N185-ე, N31-ე და N135-ე ბაგა-ბაღის 50 პროფწევრი.ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი თინათინ სიდონაშვილი.
 👉სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის ცენტრალურ აპარატს, ტრენინგცენტრის დირექტორს მარიამ მკალავიშვილს და ტრენერს თინათინ სიდონაშვილს ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგისთვის.
მადლობა #სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის წევრებს ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის.