32 2 37 30 67
 contact@educator.ge
სპმთპ-ის თელავის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორის ნათია ბაღათრიშვილის ორგანიზებით, ინტენსიურად მიმდინარეობს თელავის სკოლამდელი დაწესებულებების წევრების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
ℹ️ სპმთპ-ის „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით,
მიმდინარე თვეში სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ჩატარებული 8 ტრენინგის ფარგლებში, ჩართული იყო თელავის მუნიციპალიტეტის არაერთი ბაგა-ბაღი, კერძოდ: თელავის N მე-2, N მე-5 საბავშვო ბაღი, ,Nმე-6 ბაგა-ბაღი, N მე-9 ბაგა-ბაღი, კურდღელაურის, ნაფარეულის, ართანას, სანიორეს, ფშაველის, ლაფანყურის, გულგულას, ვარდისუბნის, რუისპირის, ყარაჯალას, კისისხევის, კონდოლის, ქვემოხოდაშნის, ვანთას ,ბუშეტის, აკურას, წინანდლის N 1-2 ბაგა-ბაღი.
ჩატარებული ტრენინგების თემა იყო: “სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება“, რომელშიც მონაწილეობდა 140-მდე პროფწევრი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი,თანაშემწე და მენეჯერი. ტრენინგებს უძღვებოდა ა(ა)აიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული ცენტრის“ ტრენერი მაია ბაქრაძე.დისტანციურ (ონლაინ) ტრენინგებზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ბავშვის განვითარება, კოგნიტური განვითარების კანონზომიერებები, განმავითარებელი თამაში, ბავშვის აღზრდის სტანდარტი...
სპმთპ-ის თელავის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრები მადლობას უხდიან ტრენინგების ორგანიზებისთვის, სპმთპ-ის თელავის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორს ნათია ბაღათრიშვილს, ა(ა)აიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული ცენტრის“დირექტორს მარიამ მკალავიშვილს, ტრენერს მაია ბაქრაძეს ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგების ჩატარებისთვის.