32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
😷 სპმთპ საერთო სოლიდარობას უცხადებს COVID 19-ით დაინფიცირებულ, თვითიზოლაციასა და სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ პირებს, უსურვებს მათ მაქსიმალურ გამძლეობასა და სწრაფ გამოჯანმრთელებას.
🙏 სპმთპ მადლიერებას გამოხატავს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის, დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის, ლუგარის ლაბორატორიის და მთლიანად სამედიცინო პერსონალის მიმართ, მსოფლიო პანდემიად გამოცხადებული ვირუსის პრევენციის მიზნით და გავრცელების წინააღმდეგ განხორციელებული/მიმდინარე საქმიანობისათვის.
🏥 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გვიქმნის სიმშვიდის შენარჩუნების განცდას, ღირსეულად შევხვდეთ მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულ უდიდეს გამოწვევას. ახლა მთავარია, დავიცვათ გაცემული რეკომენდაციები.
ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) დროებით წყვეტს საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას, თუმცა კვლავ აგრძელებს მუშაობას თქვენი უფლებებისა და ინტერესების დაცვისათვის.
მოგმართავთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დაველოდოთ საქართველოში განვითარებულ ეპიდემიოლოგიურ ფონს.
დღესდღეობით, საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის უწყებები სრულად არიან მობილიზებულები. მათი მუშაობის საგანგებო, ოცდაოთხსაათიან რეჟიმზე გადასვლა გვაძლევს სიმშვიდის შენარჩუნების მეტ საფუძველს
2020 წლის 12 მარტი