32 2 37 30 67
 contact@educator.ge

მიმდინარე წლის 7 მარტს , სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელშეწყობით, თბილისის N100-ე ბაგა-ბაღში გაიმართა ტრენინგი თემაზე:“სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა საბავშვო ბაღში“,რომლის ტრენერი იყო ნანა ქაშიბაძე.
ტრენინგში ჩართულები იყვნენ თბილისის N45-ე, N48-ე,N53-ე, N103-ე, N173-ე, N185-ე და N186-ე ბაგა-ბაღის 53 პროფწევრი,ხოლო მოწვეულები იყვნენ თბილისის კერძო ბაგა-ბაღ „ანიკას“ აღმზრდელები და თანაშემწეები, რომლებიც გაეცვნენ პროფკავშირის საქმიანობას.
ტრენინგის მიზანი იყო სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა საკითხები: ბავშვთა განვითარების სფეროები და მისაღწევი შედეგები,ბავშვთა დაკვირვება და პორტფოლიოს წარმოება.
სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრები მადლობას უხდიან ტრენინგის ორგანიზატორებს, სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვიქტორია ბალავაძეს და კოორდინატორს ქეთევან ცინცაძეს.