32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
2020 წლის 3 მარტს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის სენაკის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ბაგა-ბაღებში დასაქმებულთათვის ჩატარდა ტესტირებებისთვის მოსამზადებელი ტრენინგი თემაზე: "სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია".ჯგუფს ხელმძღვანელობდა ა(ა)აიპ "საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის" ტრენერი ანასტასია ამისულაშვილი .
ტრენინგის მიზანია დაეხმაროს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულებს, მიიღონ საჭირო ინფორმაცია, რათა პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს.
სპმთპ-ის სენაკის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის ქალბატონ ანასტასიას, ყველა მონაწილეს და მასპინძელ #6 ბაგა- ბაღის დირექციას...