32 2 37 30 67
 contact@educator.ge
მიმდინარე წლის 29 თებერვალს და 1 მარტს თბილისის N67-ე საჯარო სკოლაში, სპმთპ-ს მთაწმინდა - კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ხელშეწყობით, პროფწევრთათვის გაიმართა ორდღიანი ტრენინგი თემაზე : “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მეთოდიკა“, რომელსაც უძღვებოდა ტრენერი მარინა შენგელია.
ტრენინგში მონაწილეობდნენ ტაბახმელას,თბილისის 155-ე ,51-ე, 191-ე,150-ე, 144-ე ,მე-200-ე და 55-ე ბაგა-ბაღის 80 აღმზრდელი და თანაშემწე.
სპმთპ-ს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრები, მადლობას უხდიან ტრენინგის ორგანიზატორს, სპმთპ-ს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ,კესო ოსიშვილს.