32 2 37 30 67
 contact@educator.ge

მიმდინარე წლის 15-16 თებერვალს სპმთპ-ს ნაძალადევის რაიონულმა ორგანიზაციამ, თბილისის # 112 საჯარო სკოლაში,
რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ პროფწევრთათვის, ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „სტანდარტები და მეთოდოლოგია“, რომელსაც უძღვებოდა ტრენერი მარინა შენგელია. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 78 წევრმა.
ტრენინგი საინტერესო ფორმატში ჩატარდა, კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჯიმში , რომელშიც თითოეული მონაწილე აქტიურად ჩაერთო.
სპმთპ-ს ნაძალადევის რაიონული ორგანიზაცია დიდ მადლობას უხდის სკოლის დირექციას ხელშეწყობისა და გაწეული დახმარებისთვის.