32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
კულტურულ-საგანმანათლებლო გაზეთის ,,ახალი განათლების” 2020 წლის 23-29  იანვრის ნომერში გამოქვეყნდა სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ცარო ხარძიანის ავტორობით მომზადებული სტატია ,,ფლუმის ორი მოდელი- წერითი უნარების გასაუმჯობესებელი საინტერესო გზა” (გვ.6)
სპმთპ მადლობას უხდის სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ გულნაზ ჭელიძეს Gulnazi Chelidze და ამავე სკოლის პედაგოგს, ცარო ხარძიანს Caro Xardziani საგაზეთო სტატიის მომზადების ინიცირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სპმთპ-ის დანიურ-ქართული პროექტის ფარგლებში ჩართვის შემდეგ, მათ თანამედროვე მოთხოვნების ხელშემწყობი მეთოდოლოგიის წარმატებით დანერგვა არამარტო საკუთარ სკოლაში დაიწყეს, არამედ დანიურ სემინარზე: ,,წერითი-შემაჯამებელი დავალებები და განმსაზღვრელი შეფასება” მიღებული გამოცდილება და ცოდნა, სპმთპ-ის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლილი წურწუმიას Lili Tsurtsumia თანადგომით, დიდი ენთუზიაზმით გაუზიარეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების პედაგოგებს.
გაზეთ ,,ახალ განათლებაში” გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით: ,,ფლუმის ორი მოდელი - წერითი უნარების გასაუმჯობესებელი საინტერესო გზა” ერთ-ერთი ის მეთოდოლოგიაა, რაც დანიელმა ექსპერტ-პედაგოგებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარებს და მიმდინარეობს მათი დანერგვა- ადაპტაცია საქართველოს სკოლების რეალობაში.
გთავაზობთ ზემოთხსენებული სტატიის ელექტრონულ ვერსიას, სადაც დეტალურად არის აღწერილი ,,ფლუმის მოდელები” წერითი უნარების განვითარებისთვის”.
,,- სასწავლო სივრცეში ხშირად გვესმის ფრაზები: „წერა ყველაზე მეტად უჭირთ ჩვენს მოსწავლეებს“; „რთულია ყველა მოსწავლის ინტერესის გათვალისწინება და ჩართვა გაკვეთილზე, მით უმეტეს, თუ კლასი მრავალრიცხოვანია“...„ზეპირმეტყველებაში მოსწავლეთა უმეტესობა უკეთეს მაჩვენებელს აღწევს, ვიდრე წერით მეტყველებაში“...
ეს და კიდევ ბევრი მსგავსი ფრაზა, ფაქტობრივად ,ემთხვევა იმ შედეგს, რომელიც PISA კვლევებმაც დაადასტურა. როგორც ვიცით, PISA საერთაშორისოკვლევაა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს. ეს ის ასაკია, როცა მოსწავლეები თითქმის ასრულებენ სავალდებულო განათლების კურსს.
PISA-ს მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ იკვლევს, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის.
Naec.ge-ს თანახმად, საქართველოში ამ კვლევის ფარგლებში შეფასდა 5 572 მოსწავლე და 326 სკოლა.
ორი თვის წინ ჩავერთე ერთ საინტერესო ქართულ-დანიურ პროექტში. დანიურ-ქართული თანადგომისა და პარტნიორობის პროექტის ,,საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში განათლების პოლიტიკის ფორმირების, ადვოკატირებისა და სკოლის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში გავეცანით დანიელი კოლეგების გამოცდილებას, ინტერაქტიული სწავლების რამდენიმე მეთოდს, რომელთა შორის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა წერის ორი მოდელი. მათი გამოყენება შესაძლებელია ყველა საგანში, ყველა თემაზე, ამავდროულად ადვილია ამ მოდელების გაერთიანება სხვა წერით სავარჯიშოებთან და რაც მთავარია, იძლევა წერის კულტურის გაუმჯობესების საშუალებას;
ამ მეთოდებით შესაძლებელი გახდა იმ მოსწავლეების გააქტიურებაც კი, რომელთაც ყველაზე მეტად ჰქონდათ ხელი ჩაქნეული თემების წერასა და გაანალიზებაზე; დაკვირვების პროცესში მასწავლებლებს ვთხოვეთ, ჩაენიშნათ როგორი მუშავებ და აღნიშნული მეთოდები დამივიღეთ საკმაოდ საინტერესო უკუკავშირი მეთოდების დადებით მხარეს ყველა ერთხმად აღნიშნავდა: ერთი შეხედვით მარტივი დავალება ადვილად„ იტყუებს “მოსწავლეებს, შესაძლებელი გახდა თემის ამომწურავა და გაანალიზება. თანაც წერის ამ მოდელების გამოყენება შესაძლებელია გაკვეთილის პირველ და მეორე ფაზაზე;
--------------------------------------------------------------------------------------------------------
https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t20/1/18/1f53d.png");">🔽მოდელი შექმნა ნორგიის უნივერსიტეტის ლექტორმა
კარლ ჰენრიკ ფლუმმაhttps://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t20/1/18/1f53d.png");">🔽
________________________________________________________
https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tcb/1/18/2611.png");">☑️ პირველ მოდელს ეწოდება- ფლუმის 5 კუთხის მეთოდი, რომელიც გამოიყენება ყველა საგანში და ყველა სახის წერით სამუშაოზე. თითოეული დავალება სამი ნაწილისგან შედგება, შედეგად კი მივიღებთ სულ ხუთ აბზაცს:
1. შესავალი ნაწილი, სადაც მთავარი თემა არის წარმოდგენილი;
2. სამი ნაწილი, რომელიც უკავშირდება მთავარ აზრს;
3. ბოლო ნაწილი დასკვნის ან შინაარსის სახით;
მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად:
პირველ ეტაპზე ვთხოვთ მოსწავლეებს, დაწერონ სამი სიტყვა, რომელიც ასოცირდება შესასწავლ ან შესწავლილ თემასთან. ამისთვის მივცეთ 2 წუთი;
მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა აღნიშნული სამი სიტყვა უნდა განავრცონ სამ წინადადებად;
მესამე საფეხური შესავალი და დასკვნითი წინადადებების შექმნა იქნება;
მეოთხე ნაბიჯი მიღებული ხუთი წინადადების ხუთ აბზაცად განვრცობაა. ეს სამუშაოს ძირითადი ნაწილია და ყველაზე მეტ დროს მოითხოვს;
მეხუთე ანუ დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებს ვთხოვთ, გადახედონ საკუთარ ნამუშევარს და გაასწორონ შეცდომები;
შესავალი წინადადებით მკითხველისთვის უნდა წარმოადგინონ თემა. დასკვნითი წინადადებით კი თავი უნდა მოუყარონ ყველაზე საინტერესო ინფორმაციას.
ურჩიეთ მოსწავლეებს, ახსნან და დაასაბუთონ, რა უნდოდათ ეთქვათ თითოეული წინადადებით?
შესწორების დროს მოსწავლეებს ურჩიეთ დააკვირდნენ, როგორ დააკავშირეს:
  • წინადადება წინადადებასთან;
· აბზაცი აბზაცთან;
• ქვეთავი ქვეთავთან;
• მსჯელობა თემასთან;
• მაკავშირებლები გამოიყენეს თუ არა სწორად;
• ბოლოს კი შეიტანონ ძირითადი შესწორებები: სასვენი ნიშნები, გრამატიკნაწილი და სხვა.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ მოდელის გამოყენება ყველა საგანში ვცადეთ და დაწყებითი საფეხურიდან საშუალო საფეხურის ჩათვლით შესანიშნავი შედეგი მივიღეთ. მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ გაუიოლდათ წერა, ადვილად ახერხებენ მთავარი ინფორმაციის ამოკითხვას და გაანალიზებას, ისწავლეს, როგორ ჩამოაყალიბონ პოზიცია არგუმენტირებულად;
https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tcb/1/18/2611.png");">☑️ მეორე მოდელს ეწოდება- ფლუმის 7 კუთხის მეთოდი და გამოიყენება აკადემიური წერისთვის, როდესაც ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით გვინდა შევაფასოთ მოსწავლეთა სააზროვნო უნარები.
რა ეტაპები უნდა გავიაროთ ამ დავალების შესასრულებლად?
• მოსწავლეებს სთხოვეთ სწრაფად ჩამოწერონ (დაახლოებით 5 წუთში) ყველაფერი, რაც იციან თემის შესახებ;
• მთავარი გზავნილი უნდა მოაქციონ ერთ წინადადებაში;
• ურჩიეთ, მოიფიქრონ ერთფრაზიანი მთავარი კითხვა.
• იქვე ჩამოწერონ რამდენიმე ალტერნატიული შეკითხვა;
• სთხოვეთ, მიუტრიალდნენ თანაკლასელს და იმსჯელონ სწორად შეარჩიეს თუ არა კითხვები.
• მოსწავლეებმა შეარჩიონ თემასთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე კითხვა;
• ბოლო ეტაპზე კი წერილობით ახსნან და იმსჯელონ კონკრეტული კითხვის არჩევანის შესახებ;
მოდით, განვიხილოთ ეს მოდელი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე:
1.წერენ სწრაფად, 5 წუთში
ა. მოსწავლეებს სთხოვეთ პირველ მსოფლიო ომსა და ადოლფ ჰიტლერზე დაწერონ 5 წუთში წინადადებები. არ გადაამოწმონ, არ შეჩერდნენ, არ დაუბრუნდნენ შესასწორებლად.
ბ.მთავარი ამოცანაა, რომ რაც იციან ამ საკითხის შესახებ, ის წერილობით გადმოსცენ სპონტანურად.
გ. თუ პრობლემებს წააწყდებიან, მიანიშნეთ, რომ აქცენტი გააკეთონ ყველაზე მნიშვნელოვანზე.
2. ახსნან მთავარი აზრი ერთი წინადადებით!
მიუთითეთ, რომ დაიწყონ ასე:
- ,,იმისი თქმა მინდა რომ“...
- მინდა ავხსნა, რომ...
- ჩემი მთავარი მიზანია...
-აქ მთავარია....
- ამ საკითხზე ვფიქრობ, რომ...
გააფრთხილეთ, რომ ფრაზები არ იყოს ძალიან გრძელი. ასეთ შემთხვევაში ფოკუსი შეიძლება დაიკარგოს.
3. მთავარი არსი რომ დაიცვან, დასვან კითხვა...
პირველად წაშალონ ფრაზა- ,,იმისი თქმა მინდა რომ“...
დარჩენილ წინადადებას მისცენ კითხვის ფორმა. თუ წინადადება რთულია, დაყონ, გაამარტივონ. შეიძლება მაკავშირებლებიც ამოიღონ. ურჩიეთ, იფიქრონ მარტივად. თუ არ არიან საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილები, ცოტა ხანი დატოვონ როგორც არის.
4. ალტერნატიული კითხვები
• ამ ეტაპზე უნდა დაწერონ ალტერნატიული კითხვები;
• ეცადონ კითხვა იყოს მარტივი. დასვან რაც შეიძლება ადვილი შეკითხვა.
• უნდა გამოიყენონ ისეთი კითხვითი სიტყვები, როგორებიცაა: ვინ? რა? რატომ? როგორ? რომელი? სცადონ, რომ გამოიყენონ კითხვის დასმის ისეთი ფორმა, რომელიც დაეხმარებათ უფრო ადვილად მიიღონ პასუხი.
• სულ მცირე დასვან 3 საპასუხო კითხვა- კითხვები დაყონ არსის მიხედვით.
5. მსჯელობა და შეფასება
• მიუბრუნდნენ პარტნიორს და გაუზიარონ ერთმანეთის კითხვები...
• იმსჯელონ ერთად, ამოარჩიონ საუკეთესოები და შეაფასონ, რატომ არის ესა თუ ის კითხვა უკეთესი?
6. ამოირჩიეთ!
• მოსწავლეებს მიუთითეთ, არჩევანი გააკეთონ მათი აზრით, საუკეთესო ალტერნატიულ კითხვებს შორის, რომელთა მიხედვითაც განაგრძობენ მუშაობას;
• კითხვის ფორმულირებას ათანხმებენ გვერდით მჯდომთან;
• გახაზავენ შერჩეულ კითხვებს. მაგ. ხაზი გაუსვან ან მონიშნონ, შემდეგ კი გადაიტანონ ფურცლის  დასაწყისში ან ახალ გვერდზე...
7. განმარტებები...
• უნდა განმარტონ  რატომ მიანიჭეს უპირატესობა იმ კონკრეტულ შეკითხვას, დაასაბუთონ როგორ პასუხობს მათი არჩევანი თემას.
• წერითი ფორმით ხსნიან რამდენიმე წუთში, ან იწყებენ სამი მთავარი სიტყვით (ზუსტად ისე, როგორც ამას ვაკეთებთ 5 კუთხა მოდელის შემთხვევაში).
https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t20/1/18/1f53d.png");">🔽შედეგი: ჩვენს მოსწავლეებს უკვე ექნებათ გამოკვეთილი მთავარი არსი, გზავნილი და დასაბუთება.
ამ ორი მეთოდის სისტემატური გამოყენებით ,ცოტა ხანში დაინახავთ შედეგს: თქვენი მოსწავლეები არ „შეუშინდებიან“ წერით სამუშაოებს. ისინი უფრო თავდაჯერებულები გახდებიან. ნელ-ნელა შეძლებენ დიდი მოცულობის სამუშაოს უპრობლემოდ შესრულებასაც.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია, ისინი იაზროვნებენ! რაც უფრო ხშირად მივცემთ მოსწავლეებს აზროვნებისა და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული დავალებების შესრულების საშუალებას, მით უფრო მეტად დავეხმარებით XXI საუკუნისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
სტატიის ავტორი: ცარო ხარძიანი
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
________________________________________________________________
გამოყენებული ლიტერატურა: ,,საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში განათლების პოლიტიკის ფორმირების, ადვოკატირებისა და სკოლის განვითარების ხელშეწყობის” სემინარის ფარგლებში მოწოდებული მასალა.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------