32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ტრადიციად იქცა, დანიელ კოლეგებთან ერთად, ქართველი მასწავლებლების სტატუსის ამაღლების საზეიმოდ აღნიშვნა. ოთდღიანი სემინარის პერიოდში,       დანიელი და ქართველი პედაგოგების უკეთ დაახლოვებისთვის, სპმთპ-ის წყნეთის სასწავლო ბაზაზე არაფორმარული გარემო შეიქმნა.

     სემინარის ,,განმავითარებელი შეფასება და უკუკავშირის კულტურის” მუშაობაში, პირდაპირ ბენეფიციართა შორის, ოთხი საჯარო სკოლის დირექტორმა მიიღო მონაწილეობა:სსიპ ქალაქ თბილისის N:84 საჯარო. სკოლის დირექტორმა მანანა ბაციკაძემ, სსიპ ქალაქ სამტრედიის N:1 საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა ფაილაძემ, სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სოფელ კოდის  საჯარო სკოლის დირექტორმა ლია ფადარაშვილმა და სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ალექსანდრიამ.

     2019 წლის 16 ნოემბერს, საზეიმო ვახშამზე, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ პროექტში ჩართულ, საჯარო სკოლების ყველა დირექტორს მადლობა გადაუხადა, მასწავლებლების დანიურ-ქართულ პროექტში მონაწილეობის ხელშეწყობისა და პროექტის მხარდაჭერისათვის.

    დანიურ-ქართული პროექტის მეორე ეტაპის მეორე სემინარის მონაწილეთა შორის, 2019-2020 სასწავლო წელს, ცხრა პედაგოგს მიენიჭა წამყვანი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ სიმბოლური სამახსოვრო  საჩუქრების  გადაცემით აღნიშნა მათი პროფესიული წინსვლა. სემინარის დასაწყისშივე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა      ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს-2018” მფლობელს, სსიპ ბაღდათის N:2 საჯარო სკოლის პედაგოგს, მანანა კაპეტივაძეს დანიურ პროექტში ჩართულობისთვის და მასწავლებლის ავტორიტეტის ამაღლების მიზნით გაწეული საქმიანობისათვის. მაია კობახიძემ, ქალბატონ მანანა კაპეტივაძეს მენტორის სტატუსის მინიჭება მიულოცა. სემინარის მონაწილე მასწავლებლებს შორის, 2019-2020 აკადემიურ წელს სტატუსი აიმაღლეს: სსიპ ქალაქ თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგმა თამილა ნაცვლიშვილმა; დ. კაზრეთის N:2 საჯარო სკოლა - ია ნიქაბაძემ; სსიპ ჯავახის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნანა ღამბარაშვილმა; სსიპ. დმანისის მუნიციპალიტეტის ს. ზემო ოროზმანის საჯარო სკოლა - რამაზ რამაზანოვმა; სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ს. კაჭრეთის საჯარო სკოლა - ნინო გეთიაშვილმა; სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ს. ჩოჩხათის საჯარო სკოლა - რუსუდან პაქსაძემ; სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის დ. ჯავახის საჯარო სკოლა - მაია ბერუაშვილმა; სსიპ.ალ.საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ს. ოდიშის #1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სოფიო ციმინტიამ და ლელა ფირცხალავამ.

პროექტის მეორე ეტაპის რიგით მეორე სემინარის მონაწილეთა შორის იყვნენ სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ქურიძე და სპმთპ-ის თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გურანდა გოგოლაძე, ისინი პროეფკავშირულ საქმიანობასთან ერთად წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევიან.

დასკვნით ნაწილში, დანიელ პედაგოგებს კატრინ ლენგტომსა და ლის ეილერცენს, მათი გაწეული საქმიანობის აღსანიშანავად სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ სამახსოვრო, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სემინარის მონაწილეებისა და დანიელი ტრენერებისათვის მიძღვნილი საზეიმო ვახშამი ქართული წეს-ჩვეულებების გაცნობით წარიმართა.

       2019 წლის 21 ნოემბერი