32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2019 წლის 14-17 ნოემბერს სპმთპ-ის წყნეთის პედაგოგთა სასწავლო ბაზაზე, დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნულ პროფკავშირთან (GL) თანამშრომლობით მიმდინარე თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის ,,სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში, სპმთპ-თან თანამშრომლობით” ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე სემინარი, თემაზე: ,,განმავითარებელი შედასება და უკუკავშირის კულტურა".

ოთხდღიან სემინარს უძღვებოდნენ დანიის უმაღლესი საფეხურის - ,,ტი-მორსისა და როსკილდის გიმნაზიების“ ექსპერტ-პედაგოგები კატერინ ლენჰოდტი და ლის ეილერცენი.

სემინარი სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ გახსნა. მან პროექტში ჩართული მასწავლებლების როლსა და პროექტის კონცეპტუალურ დატვირთვაზე ისაუბრა და წარმატებული და შინაარსობრივი დღეები უსურვა.

დანიური პროექტის მეორე თემის ჯგუფის წევრებს კოორდინაციას გაუწევს დანიურ-ქართული გაცვლითი პროგრამის მონაწილე მასწავლებლები მურად ემინოვი განათლების ექსპერტის გიორგი ნოზაძის ხელმძღვანელობით, დანიური გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიმუშავებენ საგანმანათლებლო პოლიტიკის რეკომენდაციებს განმსაზღვრელ შეფასებებთან დაკავშირებით.

მეორე ოთხდღიან სემინარში მონაწილეობა მიიღეს დედაქალაქის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს 20 რაიონის, 23 საჯარო სკოლის, 38 მასწავლებელმა და ოთხმა საჯარო სკოლის დირექტორმა.

საქართველოს სკოლების საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარების მიზნით, დანიელი კოლეგები ქართველ მასწავლებლებს უზიარებდნენ სკოლების საგანმანათლებლო პოლიტიკის დანიურ პრაქტიკასა და გამოცდილებას. ოთხდღიანი პროგრამა დატივირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით.

სემინარის შემდეგ პროექტში მონაწილე პედაგოგები ორი თვის განმავლობაში პირად პრაქტიკაში და სკოლებში მიღებული გამოცდილების დანერგვის შემდეგ სპმთპ-ის ხელშეწყობითა და განათლების ექსპერტის გიორგი ნოზაძის კონსულტაციებით გაუზიარებენ სხვა კოლეგა-მასწავლებლებს აპრობირებულ პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში საგანმანათლებლო ხარისხისა და სწავლა-სწავლების პროცესებს.

სემინარში მონაწილე პედაგოგებმა დანიელ კოლეგებთან დაკავშირებით განმსაზღვრელი შეფასების თემებთან დაკავშირებით არაერთი თანამედროვე მედოდები შეისწავლეს და ჯგუფური მუშაოების შედეგად შეიმუშავეს სამოქმედო გეგმები.

სპმთპ მადლობას უხდის საჯარო სკოლების დირექტორებს პროექტის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

პროექტი ითვალისწინებს, სპმთპ-ს ორგანიზებით, რეგიონალურ დონეზე ერთდღიანი შეხვედრების ჩატარებას, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლების ჩართულობით, დანიური განათლების სისტემის პრაქტიკისა და გამოცდილებების დანერგვის ხელშეწყობისათვის.