32 2 37 30 67
 contact@educator.ge

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განათლების პროფკავშირების მრგვალი მაგიდის პირველ სესიაზე აქცენტები თანადგომის მნიშვნელობას დაეთმო. განათლების პროფკავშირების წარმომადგენლებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან დარგში მიმდინარე გამოწვევები ერთმანეთს გაუზიარეს, თუმცა აღნიშნეს თუ რამხელა ძალას აძლევთ მათ სხვადასხვა ქვეყნების კოლეგების მხარდაჭერა. სოლიდარობა პროფკავშირული მოძრაობის წარმატების საწინდარია.

სწორედ მასწავლებელთა ევროპული საერთაშორისო გაერთიანების (ETUCE) უმთავრესი როლი არის საერთაშორისო პროფკავშირული ღონისძიებების გამართვა.
 ერთად ვმსჯელობთ ETUCE-ის კამპანიის ,, ევროპის ფორმირება მასწავლებელთან ერთად” განსახორციელებელი ღონისძიებების შემდეგ ეტაპებზე.
 ETUCE-ის წევრი ორგანიზაციები აღნიშნული კამპანიის ამოცანებს ეროვნულ დონეზე ახორციელებენ.

 ETUCE-ის მიზანია ერთიანი ძალისხმევით გავაძლიეროთ ევროპულ და საერთაშორისო დონეზე განათლების პროფკავშირების გავლენები.
 საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 25 ქვეყნის განათლების პროფკავშირების ლიდერებს უმასპინძლა.

2019 წლის 2 ნოემბერი